↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შ ე ხ ე დ ე ! (თათას)

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3617 ნახვა

—
შეხედე ჩემს ხელებს, ვენები დათვალე ორიოდ,ხაზებიც (მითხრეს, რომ ცხოვრების ყოფილა და ა.შ),შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს,მე გნახავ, შემდეგ კი თვალები იტყვიან დანარჩენს.
გამოდის, რომ მართლა ბათუმი თბილისთან შორს არის,ზამთარში ქარია ორივე ქალაქში და უფრო,შვეულად შრიალებს შაბათ დღეს შარა გზის შროშანი,რადგანაც სახლში ვართ ორივე, სარკესთან ვსაუბრობთ.
იმაზე, რაზედაც ძილისწინს (ლოცვის დროს) ვფიქრობთ დაიმაზეც, რაზედაც ფიქრიც კი არ ღირდა აქამდე,მე მეტი სიხშირით ვმეგობრობ კვამლთან და მიკრობთანრადგანაც ვხვდები, რომ დღე ცდილობს ჩვეულად დაღამდეს.
შეხედე სითეთრეს, ფიფქები დათვალე ორიოდ,ღრუბლები მიდიან, მოდიან, მიდიან და ა.შ.შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს,მიყვარხარ... და ალბათ თვალები გეტყვიან დანარჩენს.
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი