↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ ხარ მოხუცი (დედაბერი)

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3615 ნახვა

—
შენ ხარ მოხუცი (დედაბერი), რომელიც მოკვდა,ე.ი. იყავი. თებერვალი მოკლეა მუდამ,დიდი ხანია ძაღლს მობეზრდა სავარძლის ლოკვა,რომელსაც ისევ (როგორც ჩვევა) გადაწმენდს კუდით.
გყავდა შვილები (სამწუხაროდ არ მახსოვს რიცხვი),შვილიშვილებსაც ვერ ითვლიდი, სახელებს წერდიწიგნაკში, (სახეს ღებულობდი თითქოსდა იცი)და არასოდეს არ დასვამდი სახელთან წერტილს.
გახსოვდა ომი, რეპრესია, ბლოკადა, მკვდრები,მაშინაც როცა წყალს უსხამდი ნაადრევ ქონდარს,გამოტოვებდი არასოდეს სოფელში კრებას,სადაც ყოველთვის უმთავრესი ადგილი გქონდა.
ფანჯრების იქით ზამთარია, უთუოდ ცივა,დაბერდა ბაღიც, შეერია ჭაღარა თმაში,სადაც ეყარა ნაპირ-ნაპირ ზვინებით თივა,ახლა კი აღარ... ერთი სიტყვით ეს იყო მაშინ...
შენ ხარ მოხუცი (დედაბერი), რომელიც მოკვდა,ე.ი. იყავი...
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი