↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრთებს ისხამ

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3617 ნახვა

—
ახლა ჩვენს შორის ღამეა და ჭიქა ორიოდ,მუხლზე საფერფლე მივიჩვიე, სავსე პირთამდე,თვალებს ვადევნებ უვიწროეს წლების კორიდორს,და მეშინია, უცაბედად არ დამიმთავრდე.
ჯამბაზებივით მაცინებენ სახლის კედლები,ათიათასად დახეთქილი, წლების მიხედვით,ანგელოზივით ფრთებს ისხამ და უცებ თეთრდები...დამტვრეულ საათს ვეხმარები, წამებს თითებით -
ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში,ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია,ვდგავარ - არაფრით (სიყვარულით), მე შენს წინაშე,ენაბორძიკით გეუბნები წლები გადიან.
წლები გადიან, ჩვენ კი ვრჩებით ისევ ორიოდ,ჩვენს შორის ახლა საფერფლეა, სავსე პირთამდე,თვალებს ვადევნებთ, დღეს მომავლის ვიწრო კორიდორსდა გვეშინია ერთმანეთი არ დაგვიმთავრდეს.
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი