პოეზია · ლირიკა
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან
ილია ჭავჭავაძე 1837–1907
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალინახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმანქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,გულწრფელობითა და სიმართლითამე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში,შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა!თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში -ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
1858-სა წელსა, 19-ს ნოემბერს,ს. პეტერბურღი