↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალაზანს

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2026-07-181 წთ საკითხავი1793 ნახვა

—
სიჭაბუკისა ყვავილიდამიჭკნო ჟამთა დენამა,ნდომა მომაკლო, დამიგდოსასაპყროდ გული რბენამა.საბა ორბელიანი.მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთთ შორის დამარხულს, დანთქმულსრაც-კი არს ჩემ-წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგედა რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..აგერ ის მუხა, რომლის ჩრდილ-ქვეშ ვისხედით ერთადმე და ის, ვინცა აღმიჩნდა მე ცხოვრების ღმერთად.მუნით დაგცქერდით: შენ გრგვინავდი აღელვებული,ვით შენ ჰღელავდი — ისეც ჩვენში ჰღელავდა გული;ორნივ გავსცქერდით დაუდგრომელ ზვირთთა დენასა,მაგრამ მასში ჩვენ არ ვეძებდით შედარებასა.რად გვინდოდა ჩვენ მომავალი, როს აწმყო ტკბილიისე შვენოდა, ვით უმანკო დილის ღიმილი?მაგრამ წარივლტო წუთის შვება ჩვენის გულისა,გაჰქრა სიბრმავე აღტაცებულ სიყვარულისა!..წამერთო ყველა და წარვიდა ბედიც მღიმარი,წარვიდა, ვითა მაშინდელი ზვირთი მდინარი...შენც გამოცვლილხარ, ალაზანო, მუხაც გამხმარა...მეც უდროო-დროდ გამერია თმებში ჭაღარა...სად არს ის ღმერთა, იგი გრძნობა, ის სიყვარული?ყველა წარსულა, რად არ მიდის ხსოვნა ბედკრული!
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი