↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განდეგილი

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2014-09-1219 წთ საკითხავი8154 ნახვა

—
სარჩევი 9
  1. III
  2. IV
  3. V
  4. VI
  5. VII
  6. VIII
  7. IX
  8. X
  9. XII
ლეგენდა(ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას)
Iსადაც დიდებულს მთასა მყინვარსაორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,მზისგან აროდეს არა დნებიან,სად უდაბურსა მას მყუდროებასკაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია,-უწინდელს დროში ღვთისა მოსავთაგამოუქვაბავთ მუნ მონასტერიდა იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარსბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვსიმ წმინდათ სადგურს ყინულის ზღუდე,და ზედ კარია გამოკვეთილი -ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვიზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, -და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა ზითვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.
IIაქა ყოფილა უწინ კრებულიღვთისთვის ქვეყნიდამ განდეგილ ძმათადა მყინვარსამას უდაბნოს თურმეისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.აქა გამდგარან, განშორებიანამ წუთისოფლის სამაცდუროსა,აქ ჰღირსებიან მართალთა თანასავანესა მას საუკუნოსა.გასულან ამა ქვეყნით მამანიდა ტაძარი ღვთის გაუქმებულა...იმათის ღვაწლით ამ ტაძრის მადლიმთიულთა შორის ყველგან განთქუმლა.და ის ადგილი, ის არე-მარეესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,მონადირეც კი ვერ ახლებს ხელსა.თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმეამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება,და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისაჭექა - ქუხილით მოევლინება.

III

ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულსმეუდაბნოე შეჰკედლებია;საიქიოსთვის ეს სააქაოდაუთმია და განშორებია.განშორებია ვით ცოდვის სადგურს,ვით სამეუფოს ბოროტისასა,სადაც მართალი გზას ვერ აუქცევსგანსაცდელსა მას ეშმაკისასა,სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე დდა-ღამ,ვითა მპარავი და მტაცებელი;სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი;სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდისწმინდა სიყვარულს მოყვასისასაგანშორებია ამ წუთისოფელს,სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,სად თვით სიტურფე და სათნოებაეშმაკის მახე და ცდუნებაა.

IV

განდეგილა და ამ ყინულებშისულ მარტოდ-მარტო დაყუდებულადა გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგანიმ დღიდგან აღარ შეძრწუნებულა.განუდევნია გულიდამ ყველამსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსასულით განწმენდილ და განბანილი.დღე-და ღამ ლოცვით, გოდებით, გვემითხორცი სულისთვის უწამებია.და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი -ცრემლით ურეცხავს, უსოვლებია.დღე-და-ღამ სულთქმა და ღაღადებამოჰფენია კლდეს ყინულისასა,და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,ვითა ღელესა მას გლოვისასა.განყენებული წუთისოფლისგანაქ სული მისი აღყვავებულა,და ხორციელი გულისთქმა ყველადამარხულა და განსვენებულა.

V

არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანსსულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა,ზედ ეტყობოდა, რომ სული მისისულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალისიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,შარავანდედი გადაჰფენოდა.მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველებაესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,თითქო მათ შიგან ჩასახებულათვით სათნოება, კდემით მოსილი;თითქო ნელისა სიხარულითასამოთხის ღია კარს შეჰხარიანდა სულთან ერთად უფლისა მიმართსასოებითა მიისწრაფიან.ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ-ქმნილიჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედაძლევით-მოსილსა და განდიდებულს.

VI

წამება მისი ღმერთს შეუწირავს,ვედრება მისი ღმერთს უსმენია,და სასწაული ნიშნად მადლისამღაღადებელზედ მოუვლენია.ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი,და მუნით თურმე გადმოდენილაშუქი მზისა და მთავრის ნათელი.ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედმზე სხივგაფენით ამოვიდოდა,იმ სარკმლით სხივი მისი სენაკშისვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.როს ჰლოცულობდა, იმ ხსივსა თურმეთვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგიუფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა.ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრობდა...და თვის სიწმინდეს ყოველდღე თურმეამ სასწაულით შეიმოწმებდა.

VII

ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილიგადმომდგარიყო ზღუდის კარებსადა დაფიქრებით გადმოჰყურებდამწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულადმთისა გადაღმა არ დასულიყოდა მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა,და განმსჭვალული მისით ღრუბელიშორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.ამა უბიწო დიადის ხილვითწარტყვევნილ იქმნა განცვიფრებული.უეცრად ასტყდა რამ ნიავ დქარი,დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,და მყინვარიდამ ვითა ვეშაპიშავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.

VIII

დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,ცაზედ განერთხო და გაიშალა,და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.შეირყა მთელი ცა და ქვეყანაიმა ჭექით და იმა ქუხილით,ცა აირია, დაბნელდა უცებდა წამოვიდა სეტყვა შხუილით.ქუხვა და ჭექა, ელვა და სეტყვა,არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა,-ესე ყოველნი, ერთად რეულნი,ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილსდღეს მას საშინელს განკითხვისასა.ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,ცრემლით ალტობდა ღვთის-მშობლის ხატსადა ხელაპყრობით ევედრებოდაწარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.

IX

უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.ყური ათხოვა - და თითქო ვიღაცჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,შესაფარებელს ბინას ითხოვდა.თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანაამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწისმორიდებული ამ რისხვას ღვთისას!ჰკითხა,- ¨ვინა ხარ?კაცი, თუ მავნე,აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?¨- ¨კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცესდა ზედ დაეცეს დედამიწასა?რა დროს კითხვაა? შემიბრალე მედა ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა¨.

X

¨მართალი სთქვი შენ...თუ ხარ ძე კაცის,ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;თუ მაცდური ხარ, სჩანს ღმერთს სწადიანმწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,ნუ შეშინდები...კიბეა იგიდა ზედ რგოლები საფეხურად აქვს¨.და იმ ბნელაში იგი წვალებითავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.მუნ დახვდა მწირი...რაა? ვინ არის?ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.- ¨გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...სახლი ღვთისაა...შენც შეგივრდომებს,შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა¨.წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...იქ უფრო, ვიდრე გარეთ ბნელოდა,მხოლოდ კი ერთგან ღველფად ქცეულიცეცხლი ჩამქრალი ფერფლ-ქვეშე ჰჩნდოდა.
XIრა დედა-ღვთისამ სენაკს შეუშვადა არ შერისხა იგი მოსული,გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისადა არა მავნე, ბოროტი სული.სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსაფიცხლავ მივარდა დამზრალი, სველი,ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლად პირსდა გაიწოდა სათბურად ხელი.- ¨უჰ, უჰ, რა ცივა!..-სთქვა მან სტუმარმან:-ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..¨მწირს ხმა ეოცა...ქალის ხმას ჰგვანდა...შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითაგანსაცდელი რამ მას მოვლინა?და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმაგულში ზარცემით მწირს გაურბინა.მაგრამ იქნება ბედმა ეგე ჰქმნამისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,სასოებით და გულდამშვიდებით.

XII

- ¨შეშა არა გაქვს? - ჰკითხა სტუმარმა: -მოიტა ცეცხლი ავანთო ერთი,ხვალ თუნდა მთელ ზურგს მე ამოგიტან,ოღონდ დღეს გავთბე, შენ შენი ღმერთი¨.მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამმოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.ხოლო არ შუქი იმა ცეცხლისასტუმარს იქ მჯდომელს ზედ მიეფინა,გასაოცარი რაღაც შვენებაგანდეგილს თვალწინ წარმოედგინა:ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,ნაზად, ამაყად ცეცხლის პირს იჯდა,ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებსთვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,ვითა ძლეული, უკუ ჰკრთებოდა.
XIIIთვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოსხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,უკეთეს სახეს ვერ ინატრებათავის სიცოცხლის გამომსახველად.მაშინაც ვინ სთქვას, -ვინ ვის აშვენებს,მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდაქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობასთვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.ვის არ მოიმხრობს, მოინადირებსყოვლად ძლიერი მშვენიერება!..თქმულა - მხეციც კი გააფთრებულიმის წინ დატკბება და დაწყნარდება.და დაუწყნარდა ძალს მშვენებისასიგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,და უცოდველის გულის ტკივილითქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.XIVბოლოს ჰკითხა მან:- ¨ვინა ხარ, შვილო?ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?მერე ამ დროსა, როს ავდრისაგანლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?¨- ¨მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ,ცხვარს ვაძოვებდი მამი-ჩემისას,ბალახმა ცხვარი ამოიტყუადა მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას.ლამაზი იყო ამ დღის საღამო,რა-რიგ ჰშვენოდა მზე დამავალი!შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,გავშტერდი ვეღარ მოვსხლიტე თვალი.ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმულიმთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდადა საკვირველი ის სანახავითვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი:-ნუ ენდობიო, შვილო, იმ მყინვარს,ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრებადა წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.XV¨მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ,-კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..მე იქ გავერთვი...მყინვარმა თურმეუცებ შეიკრა მრისხანედ წარბი.ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა,მთიდამა ცივი ავარდა ქარი,მოვინდომე ცხვრის გამობრუნება,გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.უცებ შემემთხვა იქავ ავდარი,სეტყვა ტყვიასებრ წამოუშინა,ცხვარი გამიფრთხო, ვერ მივეშველე,ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა.მართლა, უნდობი ყოფილა ეს მთა!უცებ სცოდნია ჩამობნელება,უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება.ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!..ახია ჩემზედ, რაც დამემართა!მამის ურჩსაო, გამიგონია,გზა თურმე არსად არ წარემართა.
XVI¨დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..მაგრამ შენვე სთქვი : განა წაუხვალ,რაც ფათერაკად მოსავალია?თითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,მე მამა-ჩემი მებრალებოდა,მამის-ერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.ცხვარი დავღუპე, - ეგ ერთად-ერთიმამის სარჩო და საბადებელი,მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,ოღონდ ვენახე მე უვნებელი.ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ...ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,ჰჭექდა და ჰქუხდა...და ჩემთა ფეხ-ქვეშთითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.რა მექმნა ბეჩავს!.. საბრალო თავისად შემეფარა, გადამერჩინა?ვსთქვი,-აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,თუ გავბედო და წავიდე შინა?
XVII¨დავრჩენილაყავ, მერე ვინ იცის,გავაღწევდი-ღა ამ ღამეს ბედშავს?..წავსულიყავ და იმ ბნელაშიაკლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,ვსთქვი, რაც მომივა, დე მომივიდეს!თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევიადა მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდესჯაჭვს ზედ წავაწყდი...და მაშინ მივხვდი,რომ აქ მყინვარის მონასტერია,ისიც ვიცოდი მამი-ჩემისგან,რომ მონასტერში ვიღაც ბერია.გახარებული გეძახდი დიდ ხანს,შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...ვსთქვი,-ვაიმე თუ ვერ გავაგონოდა აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმადა შენამდე ხმა ამოვაწვდინე...სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს,როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე¨.XVIII-¨მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...ღვთით არ განწირულს ყველგან წინ უძღვისმისი მარჯვენა შემწყნარებელი¨.- ¨შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე¨.- ¨ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნითერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!¨-¨განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს,ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?¨-მყვანდნენ...და ყველას გამოვეთხოვე,აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი¨.- ¨მას აქეთ ბევრი წელიწადია?¨- ¨არ ვიცი¨.-¨როგორ?¨-არ ვთვლი წელთა-სვლას,მოვშორდი, შვილო , წუთის-სოფელსადა რაღას ვაქნევ იმის ჟამთა-ცვლას!¨- მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?¨- ¨ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა¨...- ¨როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდაამ ყინულებში ყოფნა კაცისა?XIX¨ღმერთო ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავმე უმეცარსა მეტის თქმისთვისა...როცა აქ ცხვარი მიძოვებიადა შემიხედავს მყინვარისთვისა,მომგონებია მამის ნათქვამი,იქ, ყინულებში კაცი სცხოვრობსო,სულისთვის ხორცი გაუწირნია,უწუთისოფლოდ მარტოდა სძლებსო,-გამკვირვებია მე ეს ამბავი!..მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარისქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?ვფიქრობდი: ნეტა მაშ რისთვის მორთოესე ლამაზად წუთის-სოფელი?განა მისთვის , რომ ადამიანმაშეაჩვენოს და აიღოს ხელი?ყველაფერს უნდა გამოვეთხოვო,ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!ღმერთო, ნუ მიწყენ...ვერ ვიზამ მაგას!ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!..XX ¨ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია!აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცლე,აქ ჭირია და იქ კი ლხინია.ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორიყველა გულიდამ ამოგიღია?ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრითან არავისი წამოგიღია,არ გაგონდება არც მამა, დედა,ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?ნუთუ მის დღეში არა გყოლიამოკეთე, გულის შემატკივარი?!როგორ მოშორდი?..¨ - ¨რა გითხრა შვილო?ყველაზე უფრო სული ტკბილია,იგი ტყვე არის წუთის-სოფლისადა ეგ ყოველი მის ბორკილია¨.-¨მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით,ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?¨-ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისაესეთი მერგო მე ...უბედურსა...¨XXI¨უბედურსაო¨?! და მწირსა უცებგულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია,და ვით მოადგა იგი ენაზედ?¨უბედურსაო¨?! .ეგ ხომ სიტყვააგულის-ტკენის და სამდურავისა!ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესააბედნიერების დამკარგავისა!..მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის.რომ მან დასძლია საწუთროება,განდგა მისგან და აქ მოიპოვასულის მშვიდობა და მყუდროება?ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნიადამარხვა ხორცის, გულთქმის ვნებისა,და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგაწმინდა საყდარი უკვდავებისა?რა დაემართა? რა მოუვიდა?ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობასდა მუნათს რასმე სდებს შემოქმედსა?XXIIარ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!არ გასწირავს სულს შევედრებულსა!ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..არა და არა!..მაშ რამან სძლიადა ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.არავინ იყო... ხოლო ცეცხლა-პირსქალს დაღალულსა მისძინებოდა,და ცეცხლის შუქი მის ტურფა სჭხეს,ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.საოცარ იყო მიძინებულიიგი სიტურფე, იგი მშვენება!..თითქო მის შექმნას ერთად ცდილანოთვით სიყვარული და ნეტარება.თითქო თვით მადლსა შვენებისასათვისი საუნჯე აქ დაჰბნევიადა ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,სული მის ღაწვზედ დაულევია.XXIIIდა რა იხილა კვლავ იგი მწირმა,დაუცხრა სული აქოთებულიდა რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩათვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს?ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?მორიდება ჰსურს და ნეტა თვალირად ეურჩება და არ ჰნებდება?!დიდ-ხანს დასცქერდა...ნეტა რა სხივიგულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..ჰძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არისესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!აქამდისაც ხომ გული უძგერდა...ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..ეხლა მის გული თითქო ებანს სცემსდა ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.როგორ იწამოს და რა დაარქვასამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა?თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავსსულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?
XXIVფეხი წინ წადგა...არ იცის კი რად?ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,ძილში ჩაყოლილს ფიქრს, თუ ოცნებასბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.იმა ღიმილის გრძნეული ჯადოზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდადა იმა წვევის მაცდურებასაზე-არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...და დაიხარა თავი თუ არა,უცებ გაშეშდა...ეჰა, წაწყმედავ,ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..ნუთუ იძლია? არა და არა!მის სასოება არ დაუძლურდესდა რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,იგივე უნდა ბოლომდე სწყურდეს!..არა და არა!.. არ აიყრის მადლს,და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,არ ანაცვალებს და არ დაუთმობსხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!XXVმაგრამ ეს რაა?..¨წაწყმდი თუ არა¨!ეს ვინ ჩასძახის ნიშნ დგებით ყურში!¨დაგძლიე თუ არ!..¨ ეს ვინ გაჰკივისგახარებული იმის მკვდარ გულში!ეს რა ჰხარხარებს! ეს რა დასცინის!ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!მართლა ეგრეა, თუ ყველა ესემხოლოდ ცდომაა ყურთა სმენისა!..და შიშით, ზარით გარს მოიხედა...კვლავ არვინ იყო...ქალს კვლავ ეძინა...იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალითპირქვე დაემხო ღვთის-მშობლის წინა.მით არ ეშველა?.. იგივ ქენჯნაა,იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!რად არ დადგება, რად არა სცხრებაიგი ნიშნ გების წყეულთ ხარხარი!სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...ნუთუ ღვთის- მშობლის საფარველ ქვეშეცწყეული ხორცი არ დაწყნარდება!..XXVIზე აიხედა...დედა- ღვთის ხატსამავედრებელი შეჰმართა თვალი..და ვაი, წმინდა ღვთის-მშობლის ნაცვლად,თვალთ-წინ დაუდგა იგივე ქალი!ეს რა ეწვია? ამას რას ჰხედავს?ცხადია იგი, თუ აჩრდილია?ნუთუ მის ცოდვით თვით წმინდა ხატიამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოსდა მის შეწევნით მისვე წინაშეხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..პირჯვარი უნდა დხელი არ ერჩის,ლოცვის თქმა უნდა-ენა ებმება,ხატის ხილვა სწყურს და იგივ...იგივ...ქალი წყეული თვალთ ელანდება!¨აბა სძლიეო!..¨ და კვლავ ვიღაცამგაიხარხარა იმის სენაკში...აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლოდა როგორც გიჟი გავარდა კარში.XXVIIრიჟრაჟი იყო და თენდებოდა,გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი,და დაწყნარებულს წუთის სოფელსადილის ნიავი დაჰქროდა ნელი.ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებსიმ კლდეებშია თმააბურძგლული?ნუთუ მწირია?..იგია, იგი,ვითა სიკვდილი გაფითრებული.აჰა მოვარდა, ზღუდის პირს დადგადა მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,თითქო იქიდამ გამოელისოთვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა.მზის ამოსვლასა ელოდებოდა...რად არ ამოდის? რად გვიანდება?დღემდე თვით ჟამი არარა იყო,და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუ-იქცა,შევარდა სენაკს გახარებული,და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტადჰნახა სარკმლიდან გადმოშვებული.
XXVIIIგულზედ მოეშო...კვლავ სასოებითდედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატიმადლით, ნუგეშით გადმომზირალი.არ შერისხულა, სჩანს ჯერეთ ღვთისგან!და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედდა, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსადა იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.-----და იქ,სად წმინდანთ უდიდებიათღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართმსხვერპლი ქებისა და ღაღადების,-აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთამარტო ქარიღა დადის და ქშუის,და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილითმუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...
6 თებერვალი, 1883წ.
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი