↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტკივილი რომელსაც

გაბაიძე გიორგი

2021-05-151 წთ საკითხავი11941 ნახვა

—
(ნინო რაზმაძეს)
შენს ტკივილს ტკივილი არ ქვია ახლა,ეს უფრო სიმწარის საშინელ გემოს ჰგავს,ნოემბრის მიწურულს სიცივე ახლავს,სიცივე რომელმაც სხეული შემოსა.
შემოსა ათასი სასტიკი გრძნობით,სიბნელემ მოიცვა აზრებიც, ფიქრებიც,სიცოცხლეს, რომელსაც უსიტყვოდ თმობდი,უსიტყვოდ წაიღებს პირველი ფიფქები.
ეს ალბათ იქნება პირველი ნაბიჯი,რომელიც მის ნაცვლად შენ უნდა გადადგა,და ახლა ტკივილის ატანა რაც გიჭირს,მიხვდები წვეთ-წვეთად თუ როგორ გათავდა.
ცხოვრება მომავალ სიცოცხლეს შეიძენს,უფალი ტკივილებს გაფანტავს ნისლივით,დარჩება ხსოვნაში პირველი შენი ძე,როგორაც პირველად ნანახი მზის სხივი.
თანდათან მიხვდები სულს შეესახლა,სითბო და იცოდე იზრუნებს დრო კი შენსტკივილზე, რიმელიც ცხოვრებას ახლავსტკივილი რომელსაც უფალი მოგირჩენს.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი