↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უბრალო სონეტი

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19624 ნახვა

—
ჯიბეში ხმელ-ხმელი მეფშვნება კესანე,მივალ და სოფელში სურნელობს აპრილი,ქუსლებში კენჭებს ვგრძნობ ველურ წინაპრივით,რომლებიც ტკივილებს წარსულს აკემსავენ.
ვერთობი ღელეში კენჭების სროლაში,როგორი ხისტია ქალაქი აქედან,გოგოსთვის მიყვარხარ-ს თქმას რაფერ გავბედავ,მერე ვეღარ მივალ სასირცხოთ სკოლაში.
მივდივარ... რამდენი რამ დამრჩა უთქმელი,მივდივარ... მიწიდან მხოლოდ ცის კარამდი,მივდივარ... ვერ მიძლებს მკერდში ეს თავნება...
არ შემრჩა მე ერთიც აქ თანამსუნთქველი,პატარა ბიჭივით მიყვარხარს ვმალავ და,ბავშვობაც ყრმობასთან უვადოდ ზავდება.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი