პოეზია · ლირიკა
ალიხე... მალიხე... სალიხე
სლუკუნშიც გიცნობდი, რატომ ვერ გათვალე,პირიქით, გათვალე ან იქნებ,გაუყვა ოცნება ცრურწმენის ნაკვალევს,“ალიხე, მალიხე, სალიხე...”
დუმილზეც შეგიცნობ, სუნთქვის შეკავებითფილტვები უცებ არ გაიხეს,გამომდე ოცნება მოდურ ხელკავივით,“ალიხე, მალიხე, სალიხე...’’
ნაცნობი ხმაურიც გაუცნასხვაფერდა...წვიმა კი მძივებად აისხესტუჩებმა. და ახლა ოცნებაც დაბერდა,და ვუკმევ... “ალიხეს... მალიხეს!”