↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტი

გაბაიძე გიორგი

2020-06-121 წთ საკითხავი19629 ნახვა

—
თვალში ტბორი ჩაგდგომია ცრემლის,ბაგეს გლოვის მოძახილი წასცდა,ამ ბოლო დროს მოგიწია ბევრის -გადატანა, მოთმენა და განცდა.შუბლი მაღალს ემსგავსება გუმბათს,ფერფლისფერი თელავს თმაში შავ ფერს,ბოღმა ყელში გაჩხერილი ბურთს გავს,ცრემლი წვერზე ჩამოცვარულ ნამქერს.დარდისაგან ხშიარად ღამენათევს,ვერ გიგრძვნია მზის ამოსვლაც თითქოს…მუჭა გულში ზღვა სიყვარულს ატევ,სამყარო კი მეტ სიყვარულს ითხოვს…სხეულს ბილწავს ტალახი და ლაფი,სულს კი ცოდვა აღვენთილი პეშვად,შემციცინებს მეტყველებით მძაფრით,ფანჯრის მინას მოყრდნობილი ეშმა.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი