პოეზია · ლირიკა
აჩრდილი
ილია ჭავჭავაძე 1837–1907
ვუძღვნიივ. პოლტარაცკის დაილია წინამძღვრიშვილს
„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.რუსთაველი
I
აღმობრწყინდა მზე დიდებულადადა გაანათლა ქვეყანა ბნელი,კავკასის მთების წვერთა მაღალთაზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,იგივ დიდებულ და დადუმებულ.ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრადცის გასარღვევად აღმოზიდულა,მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრადთითქო განგებით შეყენებულა.მისი ყინულით ნაკვეთი თავიმოირთო მზისა ოქროს სხივებით,ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავიდასცქერის რისხვით და მუქარებით, -თითქო ელისო გაკითხვის დღესა,რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.
II
მაგრამ ისეთი მშვიდი, ნარნარიიყო იმ დღესა ლამაზი დილა,რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარიიმ დილის მადლსა დაემორჩილა.ქვეყანაც იყო დადუმებული,თითქო დუმილით ყურს უგდებს ცასა, -და ცაც უღრუბლო და მხიარულიგადმოაფენდა მადლს ქვეყანასა,ხოლო კი ჩემი უნდო გონებაარ მოიხიბლა იმ დილითაცა...„ნუ გჯერსო, - მითხრა, - ეს მყუდროება,სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულსბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულსმადლი ცისა არ მიჰკარებია.სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ...ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი, -ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ,თვით მაგ დუმილში რა წყევლა არი!..“
III
ბოლოს კი დილის სიტკბოებამამეც განმიფანტა ეჭვთა ღრუბელიდა ყოვლად მხსნელად სასოებამამომცა ნუგეში მაცხოვნებელი.ვსთქვი, თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს,ღამე ესეთის დილით თენდება,დასც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს,იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება.ამა ნუგეშით აღძრული სულიაღმევსო ნელის სიხარულითა,ეჭვთაგან წინად გვემული გულიგანცხოვლდა წმიდის სიყვარულითა;გარდმომევლინა ყოვლად შემძლებიქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,აღმიფრთოვანა მან ოცნებებიდა განმიწმინდა ხედვა და სმენა.თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელეხედვად უცნაურთ სახილველისა,მოეხსნა ყურთა თითქო სიძნელესმენად ბუნების მეტყველებისა.მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი,სავსენი ლხენით, ნეტარებითა,რომელთაც წარაქვთ კაცთ გულისთქმანისაიდუმლობის მაცდურებითა.
IV
და მომევლინა მე კაცი დიდი,მყინვარზედ მდგომი მოხუცებული;ვითა ქვეყანა, ისც იყო მშვიდი -უძრავი, უხმო, დაფიქრებული.მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი,ყურადღებითა შორის გაჰყურებდა,მის გარეშემო შვენოდნენ მთანიდა მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა.თერგი მრისხანე, თერგი მბდღვინვარექაფისა ზვირთთა მიაქანებდა.ვით შმაგი ლომი, დაჭრილი, ცხარე,ჰრბოდა, ჰბღაოდა, მიღრიალებდა,სჭექდა და ჰქუხდა... კლდენი და მთანი,თვის მაშფოთარ შვილს გადმოჰურებდნენდა მის ბღავილთან მათი ყრუ ხმანიხეობაშია მგზავრს აშინებდნენ.იქით შორს სჩანდნენ მინდორნი, ტყენი,და იმათ შორის - არაგვიც ჩვენი...
V
ჩვენო არაგვო! რარიგ მიყვარხარ!..ქართვლის ცხოვრების მოწამე შენ ხარ...შენს კიდეებზედ ჩემი მამულიიყო ერთ დროსა გამშვენებული!ჩემის მამულის დიდება ძველიშენს წმინდა თვალწინ აღყვავებულა,მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველიაქ შენს კიდეზედ დაბადებულა.შენ ზვირთებშორის ჩემის ქვეყნისაგრძელი მოთხრობა დამარხულიადა წმინდა სისხლი ქართველებისაშენს კიდეებზედ გადასხმულია.იქ, სადაც შენსა ძლიერსა წყალსაშეურევ მღვრიეს და მდოვრსა მტკვარსა,იქ ერთხელ ქართველთ სიცოცხლე ჰდუღდა,იქ მამულისთვის ქართველთ ხმა ჰქუხდა.შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენიდა საუკუნეთ - იგი ქართველნი!..გულხელდაკრეფით შენსა წმინდა წყალსრამდენჯერ ტანჯვით ვადევნებდი თვალს!..რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს,შენ წინ დაღუპულ ჩემს ძველსა მამულს, -და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულსაძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს.
VI
მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა,არც თერგმა, არც ტყემ და არცა მთამაარ მიიზიდა მოხუცის თვალი,მთიდამ ამაყად გადმომზირალი.სრულ საქართველო მოჩანდა შორსა...იგი მოხუცი მას დააქცერდა;ქვეყნის მარგალიტს მაგა ობოლსასიყვარულითა იგი დამზერდა.- საიდამა ხარ, რამ მოგავლინა,ჰოი, საკვრიველო კაცო, მითხარი?რად დაგიგდია შენ შენი ბინადა ამა მთაზედ რისთვის ხარ მდგარი?და, რა ვსთქვი ესა, მსწრაფლვე მომესმაიმა მოხუცის დიდებული ხმა:
VII
„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა,შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,შენცა გფენია ქვეყნის მადლი - თავისუფლება,ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენადა დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებასდა, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს აღდგენასადა იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვისჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა.
VIII
„აქ არვის - დიდსა თუ პატარასა -ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა,ღვთად მოუცია მარტო მამული;დაჰვიწყებია, რომ დიდი არიღვთისა წინაშე იგი ცხოვრება,რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარიქვეყანასავე შეეწირება.წმინდაა იგი, ვისაც ეღირსამამულისათვის თავის დადება!..ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს,და არაერთხელ ჭაბუკთა ყრმათახმლის ტარზედ ძლიერ აუთრთოლებს ხელს.იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი,სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს,გმირის სიკვდილი სახელოვანიახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;აკვანზედ დედა უმღერებს შვილსატკბილისა ხმითა იმ სიმღერასა,და თუ ინატრებს რამეს მისთვისა, -ინატრებს გმირის მის დიდებასა;და უფრო ხშირად იმღერს ქალწული,გმირს მოიგონებს და გამხნევდება; -ყოველი იმღერს და სხვა მორჭმულიგმირი იმ მღერით დაიბადება.
IX
„მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?იგი აღარ გყავთ... მის მოედანიჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,გმირის დამბადი დიდი საგანითქვენში სპობილა და წაწყმედილა.გადსასდგომიხართ თქვენ ქართველობას,დაგინგრევიათ დიდი მამული, -რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?თქვენ გარს მადლითა სავსეს ბუნებასშეუკრებნია ყოველიფერი.რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას,ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი.ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი,დიდის სამოთხის კუთხე პატარა,ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი,რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა;რომ დაგიგდიათ უმწოდ, უნუგეშ,თქვენის სიავით დაწყლულებულა,თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ,ვითა ობოლი, შეფარებულა.
X
„ხოლო აქაც კი ვრდომილთ შორისაღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების,ქვეყნის წარხდომას გული ზოგისაშეებრძვის და არ ემორჩილების;მაგრამა ლალვა, შური და მტრობაიმ ზოგთა შორისც ღრმად ჩანერგულა,ამა ჭირთაგან მათი მხნეობააღძრვისა უმალ გაცუდებულა.აგერ ორს-სამს კაცს რაღაც უგრძვნიათ,ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათდა ერთმანეთს კი არ ენდობიან.ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,თუმც ერთისათვის თითქო იღვწიან;თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.
XI
„აგერ უფალი და მისი მონა!თრთოლვით სასწორზედ ხარჯს უწონს ძნელსადა, რა დაჰსწორდა სასწორზედ წონა,უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსადა მით მის ხარჯსა ერთსა ორად ჰხდის...მონამ მწუხარედ გულს გაიღიმა,უმწეობითა თავის ხარჯსა ჰზრდისდა საწყლის თვალთგან ცრემლმა იწვიმა.მაგრამ ქვა არის ბატონის გული,ვერ დაარბილებს მას შებრალება;ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული,ვინც მონებას თვით ემორჩილება.მონა ბედშავი, მონა საწყალისდგას, ევედრება მის თვალი შვებას,და გულში ჰფიქრობს: ვიშ, ჩემი ბრალი!რით შევძლებთ შვილთა ჩემთ გამოკვებას?ვიშ, ჩემი ოფლი, მათთვის დაღვრილი,ნაყოფი, იმა ოფლით გაზრდილი,დღედაღამ ჩემი უწყვეტი შრომა,დარში, ავდარში ცის ქვეშე დგომა,ვაი, ვაგლახი, ჭირნახულობა,თმენა, ცდა, სიმხნე და უძილობა -მარტო ბატონის თვალსა ახარებსდა თქვენ, ცოლ-შვილო, კი არას გარგებს.ვაიმე, ბედკრულს რაღა დამრჩება,რომ გავახარო ცოლ-შვილის თვალი?..ვინა ჰშრომობდა და ვინა ჰძღება,ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!.
XII
„შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ,დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ,ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან...უწმინდურისა ხელითა სთხრიანდედისა გულში უკეთესს გრძნობას, -ცოდვად უთვლიან შვილისა ტრფობას.თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსასილამაზე და მშვენიერება, -მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსასასიხარულოდ ეგე ექმნება?ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან,ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად,უბრყვილო გულში ღვარძლს ჩაასხმიან,გახდიან ყვავილს ფეხქვეშ სათრევლად.უმანკო პირზე შენს ტურფა ქალსაგარყვნა დაასვამს საზარო დაღსა...მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს,ნამუსწართმეულს და შეგინებულს!..პირს უკუიქცევ და შეძრწუნდები,ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება,წყევლით, ვაებით მას განშორდებიდა ქალი შენი შენ შეგზარდება, -და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად,გველის წიწილად მე მომცემოდი,რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლადშენ, შვილო ჩემო, არ გამხდომოდი.
XIII
„შრომისა შვილო, მძიმე უღელიქვეყნის ცოდვისა შენ გაწევს კისრად,თუმცა ტვირთმძიმეთ შემწყნარებელიშენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად,თუმცა ქვეყანას მისი მოძღვრებადღეს მარტო სიტყვით უქმით რწმენია,მაგრამ ცხადად ჰხმობს მის წმინდა მცნება,რომ მყოობადი მარტო შენია.შრომა, აწ ქვეყნად ტყვედა პყრობილი,მძარცველობის ქვეშ ჩაგრულ-ვნებულა,ხოლო რღვეულა მისი ბორკილიდა დასამსხვრევლად გამზადებულა.შრომისა ახსნა - ეგ არის ტვირთიძლევამოსილის ამ საუკუნის,კაცთა ღელვისა დიადი ზვირთიმაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის.ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველიგანახლებისა გრიგალის ქროლას,ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველიჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, -და დაიმსხვრევა იგი ბორკილიშემფერხებელი კაცთა ცხოვრების,და ახალს ნერგზედ ახლად შობილიესე ქვეყანა კვლავ აღყვავდების.
XIV
„შრომის სუფევა მოვა მაშინაჭეშმარიტების მის ძლიერებითდა განმტკიცდება სოფელსა შინაკაცთმოყვარების სახიერებით.ყველასთვის იქმნეს იგი სუფევათანასწორადა ნიჭთა მფენელი;მის მადლით წარწყმდეს ძარცვა და რბევადა ერთგან სძოვდეს ცხვარი და მგელი.მაშინ უქმ სიტყვად არ იქმნებიანძმობა, ერთობა, თავისუფლება,ეკლის გვირგვინით აღარ ივლიანკაცთმოყვარება და სათნოება.ალღო აიღო ქვეყანამ ძველმა,რომ დღედადღე მის წყობა ირღვევა.და ამ ზვიადმა საუკუნემაუნდა შვას იგი შრომის სუფევა.მაშინ, მაშვრალო, შენც განკაცდები,წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ,სხვას ძირს არ დასწევ, თვით ამაღლდები,არცვის ემონვი და არც იმონებ.მაშინ ეგე ხმა შენის სიმღერის,დაბლად ღუღუნი დაღონებული,მღერა, ვით კვნესა საწყლისა მეხრის,შორი ხმა მწყემსის დაობლებული -მხიარულ ხმებად გარდაგეცვლებისდა შენს გუთანზედ გულით ლმობილიიტყვი სიმღერას თავისუფლების.ეგ სიმღერაა, ვით ლოცვა ტკბილი!..მინდორნი, ტყენი, ნახნავნი, ველნიშენის ლხენითა განიხარებენშენგან შემკულნი იგი ყოველნიშენს ტკბილ სიმღერას ბანს გამოსცემენ.
XV
„აგერ დიდკაცი დარბაისელიკმაყოფილების განცხრომაშია,მაშინ როს მისი მოძმე საწყალისასოწარკვეთილ მონებაშია.მოძმეთა ხსნისთვის თავის დადებაწმინდა მხვედრია მხოლოდა გმირთადა მას ვით შესძლებს თავმოყვარება,რომელიც იმა დიდკაცთა სჭირთა?ის რად ინდომებს ქვეყნისა ბედსა,როს მასა შველის მის ბედკრულება?რად შეებრძვის იმ სიბოროტესა,როს მეოხებით მისით თვით ჰრჩება?აგერ ვაჭარიც ცბიერის ღიმითმოძმეთ ატყუებს, რა ჰყიდის ნივთსა,და ძმა მის მოკვდეს თუნდა შიმშილით,უნაღვლოდ განვლის ცხოვრების ხიდსა.აგერა მღვდელნიც - ერთა მამანი -რომელთ ქრისტესგან ვალად სდებიათამა ერისა სულის აღზრდანი,რარიგ გულ-ხელი დაუკრებიათ!სად არის სიტყვა დიდის სწავლისა,სიყვარულის და სამართალისა,რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებსდა ერს დაცემულს არ აღამაღლებს?სად არის იგი მღაღადებელიქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?სად არის იგი ბიწის მდევნელიჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?
XVI
„აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და ბერსაც,ქალსა მახინჯსაც და მშვენიერსაც,დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსამე უხილავი ყურსა ვუგდებდი,მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრებამართალ ცხოვრებად მოგეჩვენება:ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ,ჰხედავ ფაცაფუცს და ყველგან ჯღივილს,უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს, -მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედობასფრჩხილის ოდენაც არა აქვს აზრიდა ყველა იგი თვალთმაქცი არი.ფუჭია იგი მისი ცხოვრება,უფერულია და ცარიელი,არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,არცა საგანი გულწარმტაცველი!იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა გუშინ,ერთნაირად და უგემურადა, -რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ,დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან,მთავრის ღიმილზე - პატიოსნებას,და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიანთავის მამულის თავისუფლებას.
XVII
„აგერა მცხეთაც - სავანე გმირთა,დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების,სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთაღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების;სადაც ჰყვაოდა ხე ცხოვრებისა,ქართვლის გულიდან აღმოცენილი,და წყარო იგი წყაროდ შვებისასჩქეფდა იმ გულით გარდმოდენილი;სად ის ხე ნაძვის მის სუნნელისაჰყვაოდა ქართვლის წყლულთა კურნებადდა მის ქვეშ წყარო უკვდავებისასცემდა იაზმას ერის ცხოვნებად;სად იმ ხის წმინდის ფოთოლი, ხილისაკვდავადც დაჭრილს ეკურნებოდა;სად იმა წყაროს წყლით დაბანილიქართვლის ტკივილი დაყუჩდებოდა.აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარადა იგი დედაქალაქი ვრცელიაწ სამიკიტნო დაბად გამხდარა,ნგრეულმან მისნი დიდნი პალატნი,დიდი ცხოვრება მის დაცემულა,დღეს იმ ცხოვრების წმიდა ალაგნიპირუტყვთა ქელვით შეგინებულა.XVIII
„ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო,რამდენს ვაებას შენსა თავზედ გადაუვლია!..ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო,ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია?სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარიგამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს?შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი,რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს.შენთა შვილთ გული შენთა მტერთა შეაკლეს ზედა,ორი ათასის წლის ბრძოლაში მათ სისხლი ჰღვარეს,მაგრამ ამაყი თვისი თავი ქვეყანაზედაარავის წინა სამუდამოდ არ მოიხარეს.ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა, -ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, -მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა,ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.
XIX
„თვალწინა მიდგა ის კირთების ბედშავნი დღენი,როს შენ დაგიპყრო მაკედონის გმირის ლაშქარმადა შეგირყია დიდ ცხოვრების სამკვიდრო ბჭენიშენმა მოძალემ და მოლალემ უცხო მთავარმა.სძულდა ქვეყანა, რომელიცა მას ეპყრა ხელთა,სძულდა თვით ერიც, მის სიკეთე, ნიჭიერება...ვერა, ვერ ჰმართონ ვერსად ერი იმა მმართველთა,ვისც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება.ერის მჩაგვრელი, ქვეყნის მთხრელი იგი მმართველიმთელს საქართველოს თვის ფერხთა ქვეშ მჩვარებრ ჰქელვიდა,ერის იმედის, სასოების, ნიჭის მმუსრველითვით ერის ენას - მაგ ერის განძს - იგი სდევნიდა.სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება,რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი,რაშიაც იყო მის დიდება, პატიოსნება,რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი.მას ჰმორჩილებდა ერი შენი მძულვარებითა,დევნულობის და კირთების ქვეშ ქედსა იხრიდა,და მონებურის თვალთმიმქცევის კრძალულებითაზღვევისა წადილს გულდაკეტით დღედაღამ ჰზრდიდა.
XX
„მოვიდა ის დღეც შურიგებისა,მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა...მართალი არის ხმალი ზღვევისა,რომ ხელს ჰკიდებს მას მამულის ტრფობა.მახსოვს ფარნავაზ ჰაეროვანი,გულმტკივნეული შვილი ქვეყნისა...მან იდვა თავსა სახელოვანიის დიდი საქმე შურიეგებისა.ერის და ქვეყნის შეურაცხყოფასვეღარ გაუძლო ჭაბუკმა გმირმა,ვაღარ გაუძლო მტარვალთ ურცხვობასიმა მამულის ამაყმა შვილმა.გადგა და დასცა თავზარი მტერსა,დაამხო პირქვე ყმობა, მონება,და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება, -და შენ, ჰე, ქართლო, მტრისგან რღვეულიკვლავ შეგაერთა ერთის ცხოვრებით,ქართვლის სახელი დამცირებულიკვლავ შეჰმოსა მან პატიოსნებით.
XXI
„მას აქეთია, ქართლო, შენს შვილსაარ ჩაუგია ქარქაშში ხმალი...შენზედ მოიქცა ძველის ქვეყნისაგაუმაძღარი და ხარბი თვალი.მას აქეთია ოთხკუთხივ მტერნიშენს თავსა შენვე გეცილებოდნენ,მაგრამ ვაჟკაცნი შვილები შენნიგულდაგულ მტერსა წინ უდგებოდნენ.იყო დრო, როს შენს ძახილზედ, ხმაზედმამულის დროშა გაიშლებოდადა ჭაბუკთ რაზმი შენს მოწვევაზედმტრის დასახვედრად მოგროვდებოდა.იყო დრო, როცა შენის გულისთვისთვითონ სიკვდილსაც ლხინად ჰხადოდნენდა თავდადებას მამულისათვისერთმანეთს ომში ეცილებოდნენ.ეხლა რაღაა!.. გაჰქრნენ ის დღენი,გაჰქრა იგიცა ძალგულოვნება,და საკვირველნი მამათ საქმენიეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება.
XXII - XXIII
. . . . . .
XXIV
„წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა...ხოლო ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ,ბევრჯერ უსაგნოდ, ბევრჯერ აზრით აღელვებულა...ქართვლის ტკივილი ყოველთვის კი სჩნევია მას ზედ.დენილა იგი ტანჯვათ შორის და სიამეთა,ხან დაცემულა და მიმქრალა, ხან აღდგომილა,ხან შური, მტრობა, ერთურთ ლალვა სთხრიდა კიდეთა,რომელთ შორისაც ის ცხოვრება მძლავრი ჰშობილა.მაშინ გათრხილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან,ძლიერნი ზვირთნი იმ ცხოვრების აღქაფებულნისხვადასხვა ტოტად გადმოსულან, გადაგდებულან,დაუნთქავთ შრომა, წინაპართა სისხლითა რწყულნი.როდისღა ვნახავ მშვენიერსა ამ ქვეყანასათვისთა დიდების ნაშთსა ზედა კვლავცა აღმდგარსა,დროსთან დანთქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას,ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას?როს ესე ტოტნი ერთ ცხოვრების, ერთ არსებისა,ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან?როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისაერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან?თავისუფლების მშვენიერის სხივთ მხურვალებაროდის დაადნობს დაჟანგებულს დიდხნის ბორკილსადა ქართველობა სიქადულად როდის ექმნებაქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?“
XXV
ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,ცაზედ ელვაში გაიპრიალადა გაანათა მდინარე ხევში.ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი;ქარმა დაჰღმუვა ხევ-ხუვსა, მთებსა,ბუქი სვეტსავით აატრიალა,რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა,ზვავმაც მაღლიდამ დაიგრიალა, -და მყის ბუნების მშვიდი დუმილიბნელ ჯოჯოხეთად გადიქცევოდა,წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილიერთმანეთშია აირევოდა.მაშინ შევხედე მყინვარსა მძლავრსა...დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა,მაგრამ შავისა ღრუბლისა სისქესვერ გაატანა თვალმა უძლურმა...„ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს!“ -შემომტირა მე მწუხარე გულმა.მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,გამოიღიმა ნათლად მთამაცადა მზისა სხივით გაბრწყინვებულიკვლავ დავინახე მოხუცებული.ცისკენ აღეპყრნა თრთოლვითა ხელნიდა მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი...თურმე მოხუცი ის ჰლოცულობდადა ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა:
XXVI
„დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,სახელოვანი განუახლე ჩაგრულთ დღეთ ყოფა,მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.ძლიერო ღმერთო! შენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი,დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა...იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,თუ რამ შეგცოდეს, - შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარულიდა აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..“
XXVII
მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსაშვიდფეროვანი სარტყელი ცისადა გადეფინა ჩემს ქვეყანასამახარობელად ტკბილ იმედისა.ამენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა,და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.
[26 იანვარს, 1859-სა წ.პეტერბურღი, - 1872 წ., დუშეთი].