↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბედნიერი ერი

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2026-07-181 წთ საკითხავი3268 ნახვა

—
ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?მძიმე ყალნით,ლამაზ ფალნითმორთული და მშვენიერი;უწყინარი,უჩივარი,ქედდრეკილი, მადლიერი;უშფოთველი,ქვემძრომელი,რიგიანი, წესიერი;ყოვლად მთმენი,ვით ჯორ-ცხენი,ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?!ყველა უნჯი,ყველა მუნჯი,გულჩვილი და ლმობიერი;თვალაბმული,თავაკრული,პირს ლაგამი ზომიერი;ყველა ყრუი,ყველა ცრუი,ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;მცირე, დიდი -ყველა ფლიდი,ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?!მტვერწაყრილი,თავდახრილი,ყოვლად უქმი, უდიერი;უზღუდონი,გზამრუდონი,არგამტანი და ცბიერი;მტრის არმცნობი,მოყვრის მგმობი,გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;არრის მქონე,არრის მცოდნე,უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერიკიდევ არის სადმე ერი?

1871

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი