↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს მთებს

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი1225 ნახვა

—
მთებო, რა ლამაზები ხართ,რარიგ სიტურფით ჰშვენითა,ყვავილნი მობრძანებულანთქვენი ჩიტების სტვენითა!ირმები დალაღებულანნორჩი ბალახის წვენითა,დადიან, დასეირნობენყურდაცქვეტილი სმენითა!ნეტავ სულ თქვენთან მამყოფა,მახარა თქვენთან ლხენითა,თქვენთან მაღირსა სიკვდილი,ვიმარხებოდე თქვენითა;ვისუდრებოდე ნისლებით,გულზე ცვარ-ნამის დენითა;მტიროდეთ, მასაფლავებდეთ,ფოთლებს მაყრიდეთ წყენითა;დამძახდეთ ზარსა გლოვისასნიავის კვნესა-სტვენითა!მთებო, რა საყვარლები ხართ,ტყე-ღელე, ჭალა-სერითა,აყვავებული ქედებით,მდინარეების ჩქერითა,ცის ელვა-ჭექა-ქუხილითდა ქარიშხალის მღერითა, -- ისე არ მოვკვდე, არ გავძღეთქვენი სიტურფის მზერითა!
1911 წ..

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი