პოეზია · ლირიკა
კოხტა გოგო წყალზე მიდის
კოხტა გოგო წყალზე მიდისკოხტა თიხის სურითა;ბროწეული იშლებამისი სიმწითურითა.
მკერდი ისე უღელავსწყვილი ბუდეშურითა,რომ ზღვაც, დამშვიდებული,ღელვას იწყებს შურითა.
მიდის, ტყეს აშრიალებსკოხტა ტანის რხევითა;მზე დაება მთაზედამისი ეშხის ფრქვევითა.
მიდის და მის წინაშეყვავილები ჩნდებიან;სილამაზის დედოფალსსილამაზით ხვდებიან.1915 წ..