↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთა-პანთეონი

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი1221 ნახვა

—
თვალი შევავლედაკიდულ ბილიკს, -მე ეს აღმართიმიტაცებს მუდამ;მოგონებანიმწარე თუ ტკბილიწამომეშალნენგზადაგზა გუნდად.
აქ ოცნებობდაბარათაშვილი,აქ იქარვებდასულის წამებას;შუბლს უკოცნიდასიო ფრთაშლილი,სწერდა“მთაწმინდის შემოღამებას".
აქ ასვენიაგრიბოედოვი -შორს, მოსკოვიდანლტოლვილი ჩაცკი,გაჰქვავებიამეუღლე გლოვითდა თავს ადგიაძეგლად ახლაც კი.
აი ილიასდინჯი აჩრდილი,თითქოს სისხლი სდისმის შუბლს ნატყვიარს;წიწამურისკენხელებგაწვდილიუხმოდ მოუხმობსთვის თანაზიარს.
აი აკაკისშუქბადრი სახეც,თმათეთრი,როგორც თოვლიანი მთა;ქნარს ოდნავადაცხელს თუ შეახებს,მყის დაირხევაწკრიალი სიმთა.
იქით კი,ვასილ ბარნოვის იქით,ქართული სუფრამოსჩანს რიჟრაჟად;“ქოსების” ღვინითსავსე ჯიხვის რქითშიო მღვიმელისტოსტსა სცლის ვაჟა.
თვალი შემასწრეს,მიმიპატიჟეს,ის იყო ვაჟამსასმისი მტყორცნა,რომ “ძია შიო”გადმომწვდა პირზე,მაგრამ შევკრთი და...ჰაერს გაჰკოცნა.
გონს მოველ...ძვირფას ხილულ აჩრდილებსდავემშვიდობე,დავჰყევი ქალაქს;მთა-პანთეონიმწუხრით მაცილებს,ფიქრთა ქარავანსსაზღვარი არ აქვს...1936 წ..

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი