პოეზია · ლირიკა
ერთი იმათაგანი
ის დადიოდა ლეწილი გზებით,გულის კანკალით ხვდებოდა ყველას,ისხდნენ ღმერთები, სდუმდნენ ზარები,ყვავი კი მინდვრად სწყევლიდა თელას.სწყევლიდა გამჩენს, კაცთა გასაგისს,ესმოდა შორეთს ღრიალი გზების,ძაღლების ყეფა მარადისობას,სიონის მაღლა გლოვა ზარების.