↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვის სიმფონია

სამადაშვილი ნიკო

2016-09-121 წთ საკითხავი11402 ნახვა

—
მე გავიწურე, მთვარე ზღვაში რო ჩადიოდა.ზღვის სიყვარული დამასხურეს მეზღვაურებმა,მგზავრი ავდრების გაოგნებას შემომჩიოდა,მე კი მძრწოლავდა შიშნარევი უსაზღვროება.ზღვა დაღმუოდა აჭრელებულ რიყე ნაპირებს,ტალღები ყეფდნენ-ეს ფარეხის შავი ძაღლები,მიწა ზღვებს იქით ჩადიოდა და, ვით ნაპრალებს,ისე სცვიოდა ზღვაში თეთრი სასახლეები.
იბორგე ზღვაო, ხან დაწყნარდი, ხან ივაგლახე,ვის შეუძლია გადასწეროს წარმავალობა,ჩვენ ქვეყნად მხოლოდ დიდი შფოთვა დაგვაახლოვებს,და ნანგრევებში შეხუთული გზათ-ვალალობა.
ათასი წიგნი, ტომი ტომზედ დაიჯღაბნება,შუბლის კანს გასხლამს ფიქრის ბუღი და ნაოჭები,მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდება, რათ გვეჯავრებაწარმავალობა და სიცოცხლეს ვებღაუჭებით.
ვიბურებოდი ჩამოცვენილ მთვარის ფოთლებით.ზრვამ წაიმღერა თავის დიდი ამაოება.ტალღები ისე წკანწკავებდნენ, როგორც ძაღლებიდა, მაღონებდა ყრუ და მდორე უსაზღვროება

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი