↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თამაზი

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
იძინე, თამაზ, მოშუშდი, შვილო,ნახე სიზმრები ნაირ-ნაირი,ბედთან იქნება შენ გამაშველო,ბედი რომ მხერხავს, ვით ბირდაბირი.
იზარდე, თამაზ! ვგრძნობ, დედას ხედავ,ტუჩზე ღიმილის სიო გედება.ვინძლო, მოყვარედ არ გაიხადოჩემი ხმაბნელი შემოქმედება.
იგრძენ, თუ როგორ ვეწამე, ბიჭო!იმ დროს, შენ როცა ხის ცხენით რბოდი,მამა ლოთობით რომ ამოიხრჩოდა შენ უგონოდ ებრალებოდი.
იცოდე ქვეყნად კაცის გარჩევა,მკვდარი ცისკრის დროს გამომიტანეთ.ალბათ შენს თოთო ხელებს დარჩებაჩემი ცხოვრების ყრუ მატიანე.
ვიცი, გულცივი რომ არ იქნები,ოდესმე ნახე ნახე განჯინის ძირი,სადაც ეყრება ჩემი ფურცლები,შედუღებული ცრემლების კირით.
იგრძნობ ჯერ ნელთბილ შიშის ჟრუანტელს,დაბურულს, დახშულს და გადარეულს.ბნელი ქარებით წაქცეულ კანდელსდა ბაღებს უკან სახლს გადანგრეულს.
გეთაყვა, ხალხს არ დააჯღაბნინოსამარის ქვაზე არც ერთ სიტყვა,ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს,ვინც გულს ჩასტირა და ჩაისეტყვა.
იძინე, თამაზ, არ გაგაღვიძებ,ჩუმად ვიტირებ, ჭირიმე შენი.წარმავლობას შენ რას დაეძებ,ღმერთო, ბავშვობა როგორა გშვენის!

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი