↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინდია-ვაჟა

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი1223 ნახვა

—
ორივ, ტკბილია, ძმობილო,
მირჩევნის ორთავ თვალზედა.
რ. ერისთავი
სიმღერის ჟინი მომივლისდა ოჯახს გავეპარები,ლაღი, ყელმოღერებულიმთისაკენ მივეჩქარები.ავალ და ვხედავ: მეღებაცით დახურული კარები,მინდა შოთასაც ვასმინოფშავ-ხევსურთ დანაბარები.
რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე,ორი ცეცხლი მწვავს ტრფობისა:ერთია - შემოქმედების,მეორე - ჯალაბობისა.
რა წამსაც ძახილს დამიწყებსდედა-ბუნება გრძნეული, -ქუდმოგლეჯილი გავრბივარ.მინდიად გადაქცეული.რომ არ წავიდე, არ ძალმიძს,გულს ჯავრი დაეჭიდება,და ჩანგსა, ჭვარტლში მიგდებულს.ცრემლები დაეკიდება.წავალ და, ვიცი,უჩემოდცოლ-შვილი ამიტირდება,ორივე საყვარელია,ორთავეს კვება სჭირდება,ერთიც მემდურის, მეორეც,ორივ მე ამიხირდებადა ორცეცხლშუა ეს გულიციწვის და მინახშირდება.
1935 წ.

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი