პოეზია · ლირიკა
ვინ არის იგი?
ვინ არის იგი:ახოვანი,კუშტი,ზვიადი,მკერდ-განიერი,მკლავ-ძლიერი,შუბლ-დაღარული, -ვინ არის იგი,ზღაპრული დალეგენდარული?
ვინ არის იგი?ვინ ააზავთაგული მისიქარიშხლიანი,რისთვის მოგრგვინავსროგორც ვეფხვირისხვის ხმიანი; -ვინ არის იგი,ლომ-გული დაშიშველ-ხმლიანი?
ვინ არის იგი?რისთვის დაანთოეს ხანძრები,ეს კოცონები,რად ააბორგაბრგე ბრბოები,ურჩი მონები?
ვინ არის იგი?ვინ ააფეთქასული მისიტიტანიური,ან ვინ ჩაჰყარამის კლდე-მკერდშიცეცხლი ციური?
ვინ არის იგი?ბოროტი სული,თუ კეთილი,გიჟი, თუ ბრძენი -დაძონძილი,ჩამოფლეთილი?
ვინ არის იგი?ზღვის წარღვნაათუ ქარტეხილი;თუ ცის მეხია,ჭექა-ელვითძირს დატეხილი?
ვინ არის იგი?რისთვის მოუძღვისფეხებ დამსქდარმღელვარე მასებს,ან რას უყივის ბელადივითდაჩაგრულ რასებს?
ვინ არის იგი?ვისზეა ასე შერისხული.დამუქრებული,რისთვის მოგრგვინავსეს მთა-კაციმთით დაშვებული?
ვინ არის იგი?ამ ძე-ხორციელსვინ შთაჰბერაგრიგალის სული,სიკეთისთვის თუსიავისთვისარის მოსული?
ვინ არის იგი?რისთვის აღძრულასიძულვილით,ბრაზით და რისხვით?რა, რა სწადიან:ზეცის დამხობა,თუ წალეკვა დედამიწისა?
ვინ არის იგი?ყორნებისაგან დაფლეთილ მკერდზესისხლი წვეთ-წვეთად შეჰხმობია,შეჰხორცებია!ის დიდხანს იყო მიჯაჭვულიმიუვალ კლდეზე,ღმერთებისაგან დასჯილი და,მივიწყებული!მხოლოდ ყორნები ეწვეოდნენდასაკორტნავად!
დაბლა კი, დაბლა,დარიალის ღრმა ხეობაში,თერგი მრისხანე,უზარმაზარ მომსქდარ ლოდებით,მოღვართქაფებდაგულ-ხეთქებით,ზათქით,გოდებით!
ამბობენ:თერგი ცრემლიაოიმ გოლიათის.საუკუნენი დალეწილანიმისი კვნესით;მთანი და კლდენი დახეთქილანმისი ცრემლებით.მაგრამ აღსრულდა!ბოლო მოუღო გოლიათისასკეც ვაებას!უკანასკნელად მოიკრიბამთელი ძალ-ღონე,ასწყვიტა ჯაჭვიდა აეშვა კლდიდან კლდე-კაცი!
მორჩა!გათავდა!განთავისუფლდა გოლიათი!მილეწ-მოლეწა დაჟანგულიმან ბორკილებიდა წყევლა-კრულვითესროლა ზეცას!ღმერთებს მუქარა შეუთვალადა ხმალს მიჰვარდა!
ძრწოდეთ კერპებომიწიერნო,ძალნო ციერნო,ყოვლად ძლიერნომოციქულნო კაცთა მონობისთქვენ არ იცოდით:არც დანდობა,არც შებრალება!ნურც მისგან ელით:პატიებას და შეწყალებას!ის სასტიკია!
და სასტიკი იქნება მსჯავრიც!ვინ არის იგი?ხვითქიან ტაიჭს მოჰფრენიარაინდი იგიდა რიხიანადმოიმღერისბრძოლის სიმღერას!
მის სიმღერაშიისმის ხოტბათავისუფლებისდა მტერთა მისთაგასრესა და გაცამტვერება!
ვინ არის იგი?მიპასუხეთ:ვინ არის იგი,ვინც ძირს დაამხოკაცთ-მონობადა ტირანია?- ამირანია!გმირთა-გმირი ამირანია!.