პოეზია · ლირიკა
***ლეგა ღრუბლების აბრისს
ლეგა ღრუბლების აბრისსმიწა აზმანებს ლანდებს,ზღაპრის მცველი ვარ... ზღაპრისრა სამანები მანდეს!..მივალ საყდრების გლახა,მივაროჭიკებ სოფლებს,ციცქნა მტვერი მაქვს სახლად,რომ ვერ პოულობს სწორფერს.და ამ მტვრის მარცვალს ესხმისცეცხლთა წვიმების თქორი...რა საცნაურად მესმისბრმა წყვდიადების ქორო!..სიმწრით დავიმტვრევ თითებს,ცარგვალს გავქარჩხავ მზერით,მითებს დავტირი, მითებს,თავად მითების მთხზველი...დის მდინარეთა დარად,მთიდან მოხეთქილ ღვარით _ჩემი სიცოცხლე ქარად,ქარში, ქართან და ქარით