პოეზია · ლირიკა
ჩემს სოფელს
მკვდარიც შენი ვარ, ცოცხალიც,ვმღერივარ, რა დამაღონებს,ეს სიყვარული მარადის,გაფრენილ ყრმობას მაგონებს.დაგეხსომები უთუოდ,პოეტი კაცის სახელით,შენით თუ შენზე მლოცველი,მხოლოდ სიკეთის მზრახველი.გულს მოფენილი ბწკარედით,როგორც შენ ლურჯი იებით,ჩემი ლექსები - შენს ცაზეაყვავებული მთიები.დაგეხსომები და იტყვიჩემით თუ ჩემზე მლოცველი:ამაოდ კიარ მღეროდი,დიდების უარმყოფელი,ვით ყრმობა, დედის ალერსი,გიყვარდა შენი სოფელი.