↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასე ყოფნა არ იქნება

სურმანიძე აკაკი

2026-07-181 წთ საკითხავი1219 ნახვა

—
"ბიჭო, ბიჭო ალექსაო,ნუ უყურებ ქალებსაო,დიგინახვენ პატრონები,დიგიყლეპენ თვალებსაო"

ხალხური

ლალის, ლალის ლალებიო,დავალ დანამთვრალებიო,რომელ ქალზე შევაჩერო,დასავსები თვალებიო.
ერთმანეთზე ლამაზები,ერთმანეთზე კარგებიო,მათში კიდევ მისთანები,ჭკვიდან დეიკარგებიო.
ასე ყოფნა არ იქნება,რადგან ჯერ ის ერთიაო,დაბლა თავი დამავიწყეს,მაღლა კიდევ ღმერთიაო.
მეორეც რომ მეშინია,პატრონი ჰყავს ყველასაო,მე რომ რაცხა დემემართოს,ვინ გამიწევს შველასაო.
ღმერთი ისე არ გამწირავს,ერთიც ვერ შევიპიროო,მარა ასე დუნიაზერაფერ გინდა იყვიროო.
ერთი ქალი შემიყვარდა,რომ იტყვიან: ალვისტანა,ნეტა ერთი დაგანახვათ,ტყუილია მაგისთანა.
გაგახელებს, გაგაშტერებს,ზედ დაგრჩება თვალებიო,შეხედავ და დაუმღერებ:- ლალის, ლალის, ლალებიო...
მერე იმის მეპატრონეს,თუ ვერ დავემალებიო,რა ვქნა ძიავ,აგერ ვარ დადიმიგლისეთ თვალებიო!

სურმანიძე აკაკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი