↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კრიალოსანი

სურმანიძე აკაკი

2018-06-121 წთ საკითხავი1219 ნახვა

—
შუახევის ერთ სოფელში, დაბადებიდან ბრმა, მოხუცი ქალბატონი ვნახე, ხელში აბრეშუმის ძაფზე ასხმული, ხისგან გამოთლილი ქართული ანბანისაგან შედგენილი კრიალოსანი ეჭირა და მარცვლავდა. - `მრავალი წელია ვეფერები ამათ და ძალას მაძლევსო!”
შენი სული ერთვისთამარსა და საბას,გვისახსოვრებ ჩვენთვისსაარაკო ამბავს.
ყოვლად ღვთაებრივისრა სურვილმა შობა,ანბანური მწკრივისმაგ თითებთან ბჭობა.
სიმბოლიკურ გამმითგადიყარე ბინდი,იმ ბედნიერ წამითხეში როცა სჭრიდი,
სალაღობო სვეტად,სულის დასაწინდად,სიყვარულზე მეტად,ოცნებაზე წმინდად,
ანბანს, ქართულ ანბანს,_ აზროვნების აკვანს,შენი ტრფობის საგანსშემოვწირავ თაყვანს.
ეფერები ასე,ვით მშვენიერ სოსანს,აბრეშუმის ძაფზეასხმულ კრიალოსანს.
შენ, ყველაფერს ხედავმისტერიულ მზეთი,წაგვიკითხე დედავივერიის ბედი!

სურმანიძე აკაკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი