პოეზია · ლირიკა
სკოლა
ვიღაც ჩუმად დადის ჩემს ფანჯარასთანდა მიყურადებს,ცხოვრებაც ჩემი უშინაარსო, ისევ ბოლთასცემს _შიგნით და გარეთ.კეისრის ხარკმა მძევალივით შენობაში გამომამწყვდია,ტუსაღივით გამომამწყვდიადა აქ ყოველი ძილის შემდეგ დაღლილი ვიღვიძებ,აქ ყოველდღე ვაპირებ ახალი ცხოვრების დაწყებას,რაიც ვეღარ აღვასრულედა ვუბრუნდები ყოველდღიურობას წისქვილის ქვასავით,სადაც საკუთარ თავს ვერ ვუერთგულე.
ჩიხში ვარ, ღმერთო,დავიკეტე, აღარ ვიღები,ვიწრო, უსულო ჩიხში გამოვიკეტე,აქ ყველაფერი მომენატრარაც კი ამ წლებში, უნებლიეთ,მე თვითონვე შემოვიძარცვე;მეგობრიან _ ახლობლიანად,სახელიან _ სიწმინდიანად,დედის კალთიანად და შენიანად,და ყველაფერი ერთიანად.მუსიკიანად, რაც ყოველთვის იყო უმთავრესი.რომ მივუყვებოდი ელამი დერეფნებით საკუთარ სიმღერებს,რომ გულისძგერაში იმღერება ცხოვრების მთავარი სიმღერა,შენს კარზე სამღერი სიმღერა,იავნანებზე უფრო ტკბილიც და მწარეც.რომელსაც მკვდართა ძვლები საფლავებში ლექსად მღერიანდა სევდა ურითმავს მელოდიასჭეშმარიტების უშორეს ნაპირებამდედა თან არ ატანს ცრუ ბგერებს,რომ ყველამ არ შეიცნოს,ყველამ არ გაიგოსდა ფერი არ დაჰკარგოს,გზა არ გაიმრუდოს.
ვერც შარავანდედით შევიმოსე,ყოფის ხვატმა დამსიცხა და გამაბრუა,ჩემთვის ვითვლი ნაფოტებადქცეულ სიქველეებს,როგორც უგულოთაგან უპირველესი;როგორც მარცხენა ჩემიმებრძოლი ჩემი მარჯვენისა.და ვინ ხარ, პოეტო?სიმღერებში თუ არ ირწევი,იფნის ჩრდილივით,ტიბერიის ტალღებივითდა თუ თვალებში უღრანები უთვისტომობას აღარ ჩივიან!
ო, ტიბერიავ,ღამე შენი სიმშვიდეში რითიც განბანე,პირტიტველანი ახლა ჩემგან შორს ენთებიან,ჩიხში ცხოვრება, რით გააღწევს თავს ამ სატანჯველს _ვინ ხარ, პოეტო?!
არ ავენთები მოციქულებივით,და არც ალექსანდრიის შუქურასავით აღვიმართები,რომ გზა არ დაკარგონ სიბნელეში სულიერებმა,ლიბანელმა ბავშვებმა,რომელნიც სიკვდილის გზას გაუყენეს,შენკენ მომავალ გზებს და ბილიკებს.და ვინ შეეგებება მათ _ჯიბრან ხალილ ჯიბრანო?ბებიაჩემო?რომელიც იტევდი დაუტევნელ ლოცვებსსაკუთარ ძუძუებშიდა ცრემლით ინამავდი, ყველას გასაჭირზე,სიფხიზლის ღაწვებს.ვინ მიეგებებით და ვინ შეუხვევს ჭრილობებს ბავშვებს,რომელნიც უფროსებმა სიკვდილის მისამართზე გააგზავნეს,დანაღმული გზებით და ხიდებით,აფეთქებული სკოლებით და კედლებთან მიყენებული ტყვიამფრქვევებით!...
მორჩა,ჩვენმა თვალებმა უკვე ყოველივე იხილა,და ჩვენ ძილის წინ აღარ მოვუყვებით კეთილ ზღაპრებს საკუთარ შვილებს,და დილაობით ლოცვის მაგივრად ვასწავლით,ყველაფერზე როგორ უნდა დახუჭონ თვალი,და რატომ არის სირაქლემობა ყველაზე კარგი!
და ვითვლი დაკარგულ სიქველეებს,როგორც მარცხენა ჩემიმებრძოლი ჩემი მარჯვენისა . . .