პოეზია · ლირიკა
ბრინდისი. ტარანტატა
ასწიეს ღუზა. იდგა კვირა, აღდგომის სწორი.მზე შედგა თითქოს, მერე მაინც ამოიწვერა,თავჩაქინდრული, თმაჭაღარა მეთევზის ცოლიცას, ზღვას და ხმელეთს უმღეროდა ნაცნობ სიმღერას:
„ღვთისმშობელო, გადმოხედე,დააფარე შენი კალთა,ზღვას ნურასდროს აუმხედრებმას, ვინც ასე შემიყვარდა.
წყალში თევზი გაუმრავლე,მიუშველე ტალღა ბადეს,დაიფაროს წმინდა პავლემ,დაბრუნდეს და კვლავ ვუყვარდე.“
მე გიყურებდი გემბანიდან ზღვისკენ გადახრილს _შენ ჩემი არ ხარ, რადგან ზღვაა შენი აკვანი,ეს ბობოქარი, შავი ტალღა _ შენი არტახი,დამტოვე, ზღვაში გახვედი და მას ეთაყვანე.
„ღვთისმშობელო, აარიდე,ქვესკნელების ჩუმი ექო,შეიწყალე და დაინდე,თავს ქარი არ დაატეხო.
მიაძინე გრიგალები,ელვა, მეხი მიანავლე,ჩემი სუნთქვა, ჩემი ვნება,დამიბრუნე, წმინდა პავლე!“
შორდება ნაპირს შენი გემი, ტალღებს მიაპობს,მე მაინც გხედავ, ვერ გშორდება რადგან თვალები.დამიბრუნდები და უცნაურ ზღაპრებს მიამბობ,ზღაპრებს, რომლებსაც ნიჟარები დაგაბარებენ.
* * *მეძინა. გაზრდას ვერ ვგრძნობდი დღისასდა მზით დამწვარი მხრები, ფეხებიეძებდნენ ბალახს ცახცახით ისე,თითქოს ცდილობდნენ შენთან შეხებას.
თითქოს პირველად მომქონდა შენკენთითები, მკერდი, ჩრდილი ნაწნავის.აღარ ისმოდა ზარების რეკადა ბალახები მძინარს მკაწრავდნენ.
ვუსმენდი მინდვრის მოყოლილ ამბავსდა თითქოს ძალა გამომაცალეს,სადღაც მიჰქონდა ქარს ჩემი კაბა,ტოტზე შრებოდა ჭრელი საცვალი.
ნიავი.შრიალი.ღრუბლები მკრთალი.საბნად _ ზეცაა,სასთუმლად _ მიწა,რომელიც ტრიალებს.უღმერთოდ ცხელა.წმინდაო პავლე,ვიწვი!
აგვისტო.შუადღე.სოფლიდან ხმები.დაღამდეს მალე!კაბაა სიფრიფანა.სიზმრები მომადგნენ _ერთმანეთს ვხვდებით...წმინდაო პავლე,ჩვენი ზღვა დაიფარე!
მზე დასცქეროდა ჩემს გაშლილ მკლავებსდა სურნელს ვგრძნობდი სანაპიროსას,მეძინა მშვიდად და ასე ავიტარანტულების ჩუმი მიმოსვლა
არ შემინიშნავს. სიზმრებმა შენზეაავსო ძილი რადგან თავიდან:გიმრავლდებოდა ბადეში თევზი,მარილიანი თმა და კანი და...
ტკივილი, როგორც შენი შემოსვლაჩემში, პირველი და უხერხული.თურმე ჩემს სხეულს და გარემოსაცტარანტულების შავი ფერხული
ავსებდა.ავდექი.ნაბიჯი ამებნა.ბნელდება თვალი.თავგზა ამერია.მზე თითქოს ცაზეა,არადა, ღამდება!წმინდაო პავლე!რა ბლანტი ჰაერია!
ბალახი.სიმწვანე.ხმაური ქარის.გამწარდა წყალი.შავი საცეცებიმოდიან ჩემკენ...წმინდაო პავლე,მომეცი ხელი!ვეცემი.
* * *დაფდაფის ხმაა.თვალებს ვახელ.თითქოს ბინდია.კონტურებს ვარჩევ _ეს... შენა ხარ ჩემკენ დახრილი,დაფდაფით ხელში.შენს გამოთლილ, თეთრ ხელებს ვხედავ.დარტყმა.ერთი.ადგომას ვცდილობ.ვვარდები.ვბრუნავ.კიდევ ვბრუნავ.კიდევ ერთხელდა მერე ისევ შენს ფეხებთან მიტანს ცახცახი.შენ იხრები ჩემი საშოსკენ.დარტყმა.ორი.წელს მაღლა ვწევ და ჩემი კაბაცწელისკენ იწევს ფეხებიდან.და შენ და მზე, შუადღის მზე, დიდი და მწველი,ერთად დაჰყურებთ ჩემს გადაშლილ ფეხებს და მკლავებს,და ჩემს წვრილ წელს,ობობებით სავსე მინდვრიდან გაქცევას რომ ცდილობს ზეცისკენ,და ჩემს სახეს,სიგიჟისგან დამანჭულს, მახინჯს.ვვარდები.დარტყმა.სამი.უკანასკნელ ძალ-ღონეს ვიკრებ.შენ ხელებს მიწვდიდა ჩემი ტანი, უსაშველოდ რომ მოენატრა შენი ხელები,შენკენ მოიწევსდა იმ ზეცისკენ, მე და შენ რომ უნდა გავიყოთ.ვდგავარ.დარტყმა.ოთხი.მე ხელებს ვშლი, რომ მოგეხვიო.შენ განზე იწევ.მე მოგყვები.გარბიხარ _ მოგდევ ხელების ქნევითდა დაშლილი ჩემი ნაწნავიქართან ერთად, არა, უფრო დიდი სისწრაფით,შენკენ მოფრინავს.მოვრბივარ.დარტყმა.ხუთი.საშინელი ტკივილი სისხლის აღარ მასვენებსდა ამ ტანჯვის დასავიწყებლადთითქოს ვცეკვავ, ვცეკვავ შენს წინ,შენს გარშემო,რომ შენ ვერაფრით შეამჩნიო, როგორ მტკივა,როგორ მიხეთქავს მოწამლული სისხლი ძარღვებს,ტარანტულებმა რომ დამიჭამეს.თვალს გარიდებ.ჩვენს მაღლა მზეა და მზეს ვუყურებ.ვტრიალებ.დარტყმა.ექვსი.ნუ მკითხავ, რატომ ჩამეძინა გაშლილ მინდორზე,ანდა ქარს რატომ მივაბარე ჭრელი საცვალი,რად ვერ შევნიშნე ჩემს ფეხებთან მოფუთფუთე ტარანტულებისმთელი ხროვა.ვერ გიპასუხებ.არც მე ვიცი.დარტყმა.შვიდი.მინელდება სისხლის ტკივილიდა შენი სახე ფერმკრთალდება.მეხვევა თავბრუ.მეშინია შენი გაქრობის.მე შენ ისე, ისე მიყვარხარ,ყველაფერს შევძლებ,ყველაფერი ვიქნები შენთვის,ყველა გზიდან დაგაბრუნებ _ვერცერთი ზღვა და სირინოზი,ვერცერთი მზის ან მთვარის ბილიკი,ვერცერთი თეთრი მარგალიტიდა ვერც მარჯნის მთელი რიფები,ვერც იდუმალი კუნძულებიდა ვერც ბადე, ათასგვარი თევზით სავსე,ვერ შემედრება.ვიჩოქებ.დარტყმა.რვა.თავს მაღლა ვწევ და აღარ ჩანხარ.მზეც გადახრილა.ჩამდგარა ქარიც.ვისწორებ კაბას და დაკაწრულ ფეხებს დავყურებდა საცვალს ვიცმევ _ უკვე გამშრალა.
სოფლიდან კი ისმის სიმღერა:
„ავე მარია,დაამშვიდე ღელვა ტალღების,აავსე გული სიხარულით და აღტაცებით,წმინდაო პავლე, დაიფარე ჩვენი სახლები,ზღვაში გასული დააბრუნე ჩვენი კაცები...“