პოეზია · ლირიკა
ფლორენცია. სიზმარი
მე ყოველღამე ვიბადები აბაზანის თეთრი ქაფიდანხელახლა, რადგან შენ ვერასოდეს,ჩემი ვერცერთი ხელახალი გაჩენის შემდეგვერ შემამჩნიე.ჩემს აბაზანას ფანჯარა აქვს დიდი და ფართო.გავყურებ ქალაქს,სახურავებს,წითელ კრამიტებს,როცა ცაზე ამოდის მთვარე, ნათელი, მრგვალი,მთვარე, რომელსაც შენს თაფლისფერ, უცნაურ, კეთილ,დაღლილ თვალებს უგავს თვალები.ვინ იცის, უკვე მერამდენედ დაბადებული,იატაკზე ვაგდებ პირსახოცს,სველ კვალს ვტოვებ ნიჟარიდან ფანჯრის რაფამდე.მიყურებს მთვარე _მე რაფაზე ვზივარ შიშველიდა ქალაქის ჩახუთულ ჰაერს,უძველეს ჰაერს,ვსუნთქავ ტანით, მკერდით, ფეხებით.მე და შენ, ალბათ, ამ ქალაქში უნდა გვეცხოვრა,არნოს ნაპირას, მორყეულ სახლში,წყალდიდობის მუდმივ შიშში და თევზის სუნში,დაგვიფარავდა წვიმისაგან კრამიტი ძველიდა ტკივილისგან _ რომელიმე წმინდანი ალბათ,ქუჩის კუთხეში ამოტვიფრული,მაგრამ რატომღაც ამ მშვიდ მთვარეს,დედამიწის გარშემო მავალს,ცალცალკე ვხედავთ, სულ სხვადასხვა წერტილებიდან,მე _ აბაზანის ფართო ფანჯრიდან,შენ _ არ ვიცი, იქნებ ისე გაგიტკბა ძილი,რომ სავსე მთვარეს ვერც კი ამჩნევ,აღარც ის გახსოვს, რომ ვარსებობ,დავდივარ, ვსუნთქავდა ყოველღამე ვორსულდები,ასე, შიშვლად, რაფაზე მჯდომი,რომ ასევე ყოველღამე საკუთარი თავი ვშვა ახლად,რომ ოდესმე ამ ქალაქის წითელ კრამიტებსორივემ ერთად გადავხედოთჩემი თეთრი აბაზანის ფანჯრის რაფიდან.აქ მე და შენ ალბათ ერთად უნდა გვეცხოვრა...