↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბერლინი. იანვარი

ბენიძე სალომე

2026-07-181 წთ საკითხავი1651 ნახვა

—
ამ ყრუ კედელთან დახვრეტილი ანგელოზებისნაცრისფერ გვამებს გადმოაბიჯედა ისე მოდი,რადგან გზები გვამების გავლით ოდითგანვე უფრო მოკლეა,ვიდრე სხვა გზები, შემოვლითი და შორეული.თანაც, თოვლში ხომ არასოდეს არ ჩანან ჯვრები,არც სახელები, არც გვარებიდა არც თიხის ძველი ქოთნები,ჩამომხმარი ყვავილებით ამოვსებული.გადმოაბიჯე აქ ჩამარხულ სიცოცხლეებს,რომ ჩემთან მოსვლა წამითაც არ დაგაგვიანდეს.არ შემახსენო,რომ ერთ დღეს ყველა მიმატოვებს,რადგან ვიცხოვრე დაყოფილმა ათას ნაწილადდა საკუთარ არსებობას ვერ იქნა და ვერ შევეგუე.არ შემახსენო,რომ გჭირდება,შენს სულს ჭირდება,მოხსენიება ჩემს ჯერაც უთქმელ ღამის ლოცვებში _ისედაც ვიცი,ვერ გადავრჩებით უერთმანეთოდ.და როცა წასვლას დააპირებ,ამ ყრუ კედელთან დამარხული, დავიწყებული ტკივილებისსასაფლაოებს შემოუარედა ისე წადი,მინდა, რომ დიდხანს გიყურებდე ჩემგან მიმავალს.მერე გახდება ყველაფერი უფრო ადვილიდა როცა სიკვდილს გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს _ფერადი კაშნი,ჩრდილოურ ზამთრის ღამეებში რომ მოგიქსოვე ხელის კანკალით,გამოდგება ერთ დღეს თოკადაც _ისე მოვქსოვე, რომ გაუძლოს სიმძიმეს შენსას,შენი თეთრი სხეულის დაგულის სიმძიმეს, სადაც მე ვცხოვრობ.და ამ თოკზე რომ გიპოვიან ჩამოკიდებულს,გალურჯებულს და მოქანავეს,ძველი საათის მორყეული ქანქარასავით,მე გავიღიმებდა ვიტყვი, რომ გაქცევაში დაგეხმარე,ისე მიყვარდი.
ბენიძე სალომე

ბენიძე სალომე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი