პოეზია · ლირიკა
ვენეცია. გასვლა
მტრედების გუნდი, სან მარკოდან აფრენილი,უკვე აღარ ჩანს.გარს უვლის გემი ხიდების ქალაქს,არხების ქალაქს,სევდიანი გონდოლების ჩუმი მიმოსვლითგადაღლილ ქალაქს,სადაც შენ არ ხარ.და მერე რა, რომ ასე მიყვარს ხმაური ტალღის,ქუჩები ვიწრო,ტანმაღალი ღვინის ჭიქიდან ნაპირისკენ გახედვა ჩუმად,და მერე რა, რომ მეღიმება ძალიან ხშირად,როცა უძველეს ქვაფენილზეისე ფრთხილად დავაბიჯებ,თითქოს მურანოს მინა იყოს ეს ქვაფენილიც _აქ ვერ დავრჩები,შენ აქ არ ხარ.და მერე რა, რომ გზები თუ არა,ყველა არხი, ყველა მდინარე აქეთ მოდის დათოლიებსაც აღარ ყოფნით უკვე ჰაერინახშიროჟანგის უსაშველოდ მომატებისგან,და ისე უყვართ ეს ქალაქი ადამიანებს,რომ ჰგონია ყველას თავისიდა არხებში თევზებიც კი გაწყვიტა ჭუჭყმა.მერე რა, რომ ზურგჩანთებზე ამხედრებული მთელი მსოფლიოაქეთ მოილტვის,მე სხვა სახლი მაქვს,სხვაგან მყავხარდა ამიტომაც სხვა მისამართი აწერია ჩემოდანს ჩემსას _აქ ვერ დავრჩები.ზემოთ, გემბანზე, არაყს სვამენ სხვა ქართველები,იატაკზე სძინავთ არაბებს,და ჩვეული, ლაღი ხმაურით,ყავით სავსე, თეთრი ფინჯნებითმაგიდებთან სხედან ბერძნები.და ზანგები, ჭრელი ჩანთებით,ერთი ჰოლიდან სხვა ჰოლისკენ იპარებიან _ასეთია ცხოვრება მაშინ,როცა არ გყოფნის სამშობლოს წყალიდა მალულად სხვის წყლებში ცურავ.გავცდით შუქურასდა გაშლილ ზღვას ვიპყრობთ თანდათან.მე იქ არ დავრჩი,იქ საკუთარ სახეზე მეტად ნიღბები უყვართ.იქ შენ არა ხარ,შენ სხვაგან ხარ.ჩემს ბილეთს კი, საბოლოო მიმართულებად,დაბეჭდვის დღიდან აწერია შენი სახელი.