↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლენინგრადს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-133 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
აი აქ, ამ ქალაქისთვისგაიმართა დიდი ბრძოლა,დიდებული ქალაქია,მთელი ერთი ქვეყნის ტოლა.
ხუროთმოძღვართ იგი წყალთასარკეებზე აუგიათ,ხიდეები გადუჭიმავთდა გრანიტი დაუგიათ.
იცქირება იგი სახლთამშვენიერი განრიგებით,თვალს იტაცებს თავის მძლავრიქარხნებით და ფაბრიკებით.
მრავალ ათასეულ მუშისდა სწავლულის სდგას ქალაქი,მას უმიზნებს საზარ ბრჭყალებსველურ მტერთა ხროვა შმაგი.
ჰა, ზარბაზნით აგრიალდათოვლიანი ტყე და ველი,ელვა გამსკდარ ყუმბარისაერთ სიკვდილის ელავს ცელი.
ხმა საბრძოლო შეძახილისდა ტკივილთა დაძახება,დაცემულთა ოხვრა, კვნესადა ჯავშნების დაჯახება.
ხმა სატანკო მოტორების,ომი გრგვინავს დაძაბული,გულცივია მხოლოდ ზეცამშვიდი და სულგანაბული.
გადალახვა საფრთხეებისმთელ მსოფლიოს აღფრთოვანებს,ცეცხლი არტილერიისავერაგ მტერს ჟლეტს და ხმოვანებს.
მედგრად ტყვიის და ყუმბარისმაყრუებელ სკდომის ხმაში,საარაკო პირობებში,ამ ცეცხლში და ამ ყინვაში,
უშიშარი მებრძოლებიშეუმკრთალნი წყალთა ქაფით,საპონტონო ხიდს აგებენ,ზღაპრულ ნებით და სისწრაფით.
და ხიდეზე ჩვენი ჯარიგადასცურდა, როგორც ლავა,სქელი ნისლის თეთრი ორთქლიარემარეს მოეზღვავა.
აქ ვერ ითვლი ბრძოლის წუთებს,საათს, წლების თანასწორის,და არაა განსხვავებააქ ღამესა და დღეს შორის.
აქ ვაჟკაცი ივიწყებს ძილსდა ამაოდ სასმელს აწვდით,იგი სუნთქავს, ცხოვრობს, მაგრამცხოვრობს მხოლოდ ბრძოლის განცდით.
რატი. როგორ იბრძოდა ის,მასში ფეთქდა, როგორც ალი,არა ქარი კავკასიის,არამედ თვით ქარიშხალი.
მტერს მუსრავდა მარჯვეთ იგი,შეულეწა ტანკის კარი,აქ ისმოდა ბრძოლის ხმებიდა ყიჟინი საომარი.
ვერ ითვლიდნენ მტერთა გვამებსდაგროვებულს მთების ოდენ,ცხედრებს შორის საკაცენიფრთხილად მიდი-მოდიოდნენ.
მოდიოდნენ ლენინგრადზე,იქ ბრძოლებში იყო რატი,ეხლაც მტრისთვის მიუდგომლადდგას დიადი ლენინგრადი.
და ვერაგი ფაშისტებიუმზადებენ მაცდურ ბადეს,უზარმაზარ შენობებისახოვნებას უდიადესს.
აი აქ, ამ ქალაქისთვისეხლა მიდის დიდი ბრძოლა.დიდებული ქალაქია,მთელი ერთი ქვეყნის ტოლა.
ხუროთმოძღვართ იგი წყალთასარკეებზე აუგიათ,ხიდეები გადუჭიმავთდა გრანიტი დაუგიათ.
იცქირება იგი სახლთამშვენიერი განრიგებით,იმუქრება თავის მძლავრიქარხნებით და ფაბრიკებით.
სდგას ქალაქი, სდგას განთქმულიუდიდესი, ღრმა ძიებით,სახელოსნო მოვლენების,მბორგი რევოლუციებით.
მრავალ ათასეულ მუშისდა სწავლულის სდგას ქალაქი,მას უმიზნებს საზარ ბრჭყალებსფაშისტების ხროვა შმაგი.
სამშობლოსთვის, სტალინისთვისსხვებთან ერთად იბრძვის რატი...ლენინგრადი აღელვებს მას,მშვენიერი ლენინგრადი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი