↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლეგიონები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
დამკვრელებსვაშა! სალამი!ქართველი თუ ალჟირელი, -მტრისათვის მწარე წალამი,გუგუნებს კომკავშირელი.- არა მორჩილი მონები,არამედ შიშ-შთამგონები,ამფეთქებლები მოდიან,მოდიან ლეგიონები!დამკვრელებს,როგორც წესია,ძმად არ წამთ უიმედონი.ჩვენი მზე რიონჰესია,ჩვენი გზა - რკინა-ბეტონი.ასწი მკლავით და გონებითხუთწლედიანი ტონები:აღმშენებლები მოდიან,მოდიან ლეგიონები!გმირულიტემპით ვაშენოთ!ვთესოთ! ავკრიფოთ! ვიღონოთ!არ ვარგა, - გადავაშენოთ,სხვა - კარგი გამოვიგონოთ!არა მორჩილი მონები,არამედ შიშ-შთამგონები,შეჯიბრებისთვის მოდიან,მოდიან ლეგიონები!ხელდაკრეფილიდა მუნჯიმოწმე არავის სჭირდება:აქტივობაა საუნჯე,როს მტერი აგიხირდება!არა მორჩილი მონები,არამედ შიშ-შთამგონები,ჩვენს დასაცავად მოდიან,მოდიან ლეგიონები.
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი