პოეზია · ლირიკა
მამული
მე, შენი მკვიდრი ერთი ქართველი,თუ წაველ სხვაგან, ვარ საქართველო,შემერგოს შენი ჰავა ჯანმრთელიდა შენი ლურჯი ღამე ვათენო.
მე შენი წყაროს წყალი შევირგოდა შენი პური კეცზე დამცხვარი,ჩემი სიმღერის ცეცხლი შენ იყო,მე კი _ სიმღერის ცეცხლზე დამწვარი.
თვალებმა შენი ცისკრით იალონ,ათბობდეს შენი სისხლი ამ კუნთებს,დედამიწაზე ყველგან ვიაროდა ბოლოს მხოლოდ შენთან დავბრუნდე.
აქ ჩემი ბედის ჩიტი აფრინდა,მე აქ მაჩუქეს გული მართალი,მე წამოვდექი შენი კალთიდანდა ჩონგურივით დავრჩი კალთაში.
ემატოს ხვავი ამ შენს ბარაქას,არ მოგეავდროს ცა ალმასური,ბუნებასავით შენც ხომ არა გაქვსარც დასაწყისი, არც დასასრული.
1957