↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლენინგრადში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ეს რამდენიმე დღეადა რამდენიმე ღამე,რაც გაოცებულ თვალებსარ ეკარება რული,ნევა - შუქების ტყეა,სფინქსი - ცოცხალი რამე,თეთრთა ღამეთა რკალებსდღე ედარება სრული.
ყოველ ნაბიჯზე ვხვდებიაღფრთოვანებულ პუშკინს,ის ნაპირებზე მიდის,ახალ სახეებს ხედავს,სუნთქვა მოიკის ტბების,სუნთქვა ყოველი ბუჩქის,ატორტმანება ხიდისსცდება ბრინჯაოს მხედარს.
იქ, იმ ბრინჯაოს გვერდით,აკადემიის გულში,ჩემი საღამო ჰქუხდა,როგორც მღელვარე ჩანგი.აკადემია მკერდითჩემს ჩანგს იცავდა გუშინ,აღფრთოვანების დუღდადაუვიწყარი ჰანგი.
მე დარდი მქონდა ერთის:ჩვენთან არ იყო მარრი,ის სნეულებათ ტყვეა,რა არ უშხამავს წამებს!შავს მოლანდებას ებრძვისმუხის მფარავი მკერდი,ეს რამდენიმე დღეადა რამდენიმე ღამე.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი