პოეზია · ლირიკა
ბრილის წყარო
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ბრილი...ბროლი დატბორილი,უშრეტელი ვერცხლის წყარო,წმინდა, როგორც ხალხის გული,სადღაც ქართლში მოცინცხალობს,შიგ ცის კალთა თუ ჩაირხა,მოსჩქეფს,მოშხეფს უთავებლად...შესვიპეშვი,უკვდავი ხარ,რაღად გინდა უკვდავება?!ერთს ვინდომებ:ვით მინდორ-ველსესხურება ბროლის ცვარი,ყოფილიყოს ჩემი სიტყვაცხალხის გულზე გადამწვდარი.და ვით ხალხი ―ბროლის წყარომ,ისე ხალხმა შეიწყნაროს!
*წყაროსავით მეც მყოლოდესბევრი, ბევრი მეგობარი,რომ მასავით ვატრიალოლექს-წისქვილის მე ბორბალი...და რომ ყველას, ყველას გულიიყოს წმინდა, როგორც არიოქროს ცვარი...
*ნეტამც ნატვრა ამისრულდეს,სანატრელი, მე რომ მინდა,ამოდუღდეს წყაროები,წკრიალა და გემოწმინდა.ჩუხჩუხებდნენ კაშკაშებდნენთვით სამშობლოს გარისგარად,ჩქარა,ჩქარა!
*ბრილი...ბროლი თუ ჩაირხა,მოსჩქეფს,მოშხეფს უთავებლად…შესვიპეშვი,უკვდავი ხარ,რაღად გინდა უკვდავება!