↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბიბლიური ჩვენება

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2009-09-131 წთ საკითხავი19203 ნახვა

—
ზეთის მდინარედ მტკვარი დიოდა,და გადუღებლივ წვიმდა ნაცარი,ეკიდათ ღრუბლებს სისხლის ბაწარი,შემკრეს და ვეღარ გამოვიარე,სისხლის ტალახში ვერ გავასწარი!
და მეხი მეხზე დაბეჭებულისჩეხავდა ზეცას, არტყავდა ალი,ნალეწ ქალაქის ბჭეზე ცვიოდასარაცინების ნაჭედი ხმალი,და გაძირებულ უფსკრულებიდანთვალგულგავარდნილს მესმოდა ხმანი...
ვისმენდი სიტყვას პირველად უსმენს,დნებოდა ხორცი, ვით ცეცხლზე ცვილი,აჰა, დამლურსმეს,„და კვართსა ზედა იყარეს წილი“!
1927
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი