↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბერშოულა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2015-05-1311 წთ საკითხავი20325 ნახვა

—
1ნუთუ მართლა არ იცოდი?ქართლში არი ეგ სოფელი!..იქ მყუდროში ტკბილად ცხოვრობსმეზობელთან მეზობელი...ისე ტურფა არ მინახავს,დამივლია ქართლ-კახეთი...აშკარეთი ვგონებ ჰქვიან,ვგონებ უფრო შაქ-შაქეთი.გამოვტყდები, ერთ დროს იყო,მიზეზით თუ უმიზეზოდ,იმ სოფელში ერთისათვისმე მიყვარდა ერთი ეზო...
სოფელში თუ შეიარე,გზას იმ ეზოს ვერ წაუვლი,აქეთ - ბაღი მეწამული,იქით - ჭალა ლერწამული.
შუაზე კი ხევი მოდის,რა წინწკალა ღელე არი.მაინც ნაჟურ წვეთებიდანსაწისქვილე მოსჩქეფს წყალი!
გადმოცემა ასეთია:წყალს რომ ხარჯი არ დაეტყოს,წვერიანმა თუ დალია,წვერი უნდა ჩაიბერტყოს!
ასეა თუ ისე არი,სავსე არი წიფლის ღარი!და წისქვილის ქვა ტრიალებს,სარეკელა ტურფად გალობსდა მოხუცი მეწისქვილეარა მარტო მინდით ხარობს...
2ვინ არ იცნობს მეწისქვილეს,სალმიან კაცს, მყუდროს, ჭკვიანს?ბერშოულას ეძახიან,თუმცა წიგნში ბერო ჰქვიან...რა თვალადი დროულია,რა კაცია, - გულთა-გული...წარბები და ჩხა ულვაშიფქვილის მტვრით აქვს გაგანგლული.გულში ვარდი სულ უყვავის,შეთაფლული სიტყვა იცის.თუ პურის მადლს დაიფიცავს,ეს იქნება მტკიცე ფიცი!
ბალისტარა ყალიონი,სულ უქრობლად პირში სჩრია.ნანგრევთა ხეს მოგაგონებს,ცულსაც რომ ვერ მოუჭრია...სულ წისქვილის დირეზე ზის,გადაჰყურებს ღიმით ღელეს,გვერდით უზის ხატაურა,რომ უკოცნის დამჭკნარ ხელებს.ხან ცად ღრუბლებს უთვალთვალებს,ხომ არ დაჰკრავს ყანას სეტყვა,ხან ყალიონს განაცრებულსქალამანზე დაიბერტყავს...ხან ტყავის ქუდს გადაიწევს,დაჭმული რომ არის ჩრჩილით,ხან ისე წევს წისქვილის წინ,როგორც ჩრდილი დარჩომილი...— “რასა ჰფიქრობ ბერშოულა,გვითხარ შენი ხვაშიადი.შენ ქვეყნისას ვერას შესცვლი,გინდაც ფიქრით ცაში ადი!”არას ეტყვის ბერშოულა,მხოლოდ ჩუმად თავს აიღებს,გულში ამბობს: “ჩემს ხვაშიადსსად მისწვდები, რას გაიგებ!”
3მე იმ დღიდან ვიცნობ ბეროს,მიზეზით თუ უმიზეზოდ,იმ სოფელში ერთისათვისრომ მიყვარდა ერთი ეზო...მახსოვს დილა ადრეული,მზის ცისკარის მონაბერი!დავინახე ვარდრეულისახე ნაქარ ნამქრის ფერი...ქალი წიგნით მიდიოდა,მიმღეროდნენ თან ჩიტები.დღესაც იმ ტკბილ მოგონებასგულის ძარღვით ვეჭიდები.სულ ბრწყინავდა დილის ნამში,აყვავებულ ვენახს ჰგავდა,თითქოს დილა ნარგიზფერინაზ თითებით თან მოჰყავდა...
გავიცანი... მეცნიერი,ქალი სახე-დაქანცული.ჰყვარებოდა ჩვენი ძველიხელოვნების საგანძური.აერჩია შესასწავლადმას ხახულის მინანქარი.თვით ხახულის ღვთისმშობლისაციყო მართლა მინაგვარი.ბერშოულას შვილიშვილი,მტრედული და თვით გულმტრედი,გახდა ჩემი სალოცველი...შეეგრიხა ჩემი ბედი...ურმის ჭრიალს, ვერხვის შრიალს,მე ვუსმენდი მისთვის ღამე.მივყვებოდი ციცნათელას,გული ვეღარ დავიამე.მაგრამ ჩემთვის გულის წამალსვერ შოულობს ბერშოულა,ის ჩემს ოხვრას მიიჩნევდამისი ვერხვის შარიშურად...
ვეღარ ადგა ჩემი გული,სიყვარულმა რაკი დამცა,ახლაც ვხედავ მოჩვენებითმე ნესტანის დახრილ წამწამს...სხვა დროს იყოს ეს ამბავი,საამბობი არის ბევრი...ერთხელ, როცა ქართლის მთაზეგადაშენდა ოქროსფერი,ჩვენ დავშორდით... ის წავიდანაფარეულს თუ ახმეტას...მან ღიმილი ჩემს წყალობადდა იმედად გაიმეტა...
4გაშუალდა შემოდგომა,მოეკიდა მაჭარს ტუჩიდა ბეროსგან ხშირ-ხშირ პატიჟს,ვით სხვა, ვერც მე გადავურჩი.
ბევრს მიამბობს ძველს და ახალს,რაც არის და აღარც არი,თან საღვინეს გადმომაწვდის:- გულს დაფერავს მაჭრის ცვარი!შაირსიტყვაც მეტად უყვარს,მოდი და შენ გაექეცი...ხელთ სასხლავით ვაზის მწკრივებსგაივლიდა შოთას ლექსით...
- როგორ მიყვარს მსხმო ვენახი,გაფოთლილი, პირლამაზი...კაციც უნდა ტკბილი იყოს,ვით სიტკბოთი სავსე ვაზი!
5- სიჭაბუკის ფარჩა ვცვითე,დამიყუჩდა გულში ქარი;მე სიბერეს არა ვჩივი,ვარ ოთხმოცში გადამდგარი.
მე, საფლავით შემოსაფრულს,მიყვარს მზესთან შეზავება,სიკვდილის არ მეშინია, -მე სიკვდილი მეზარება!ნეტამც ვიყო მე ოსტატი,სულ სააკვნე ფიცარს ვთლიდედა იმდენი გამეთალოს,ვთვლიდე, ვთვლიდე, ვერ დავთვლიდე!ყმაწვილურის თვალით მინდაწუთისოფელს სულ ვუყურო:ნეტამც მასვა უკვდავება,ვსვამდე, კიდევ მომეწყუროს!ფრინველივით მსურს ვცხოვრობდე,მხოლოდ გულით, მხოლოდ ფრთებით,რომ ნავარდით გადავლახო,რაც ცხოვრებამ დასდგა მთები.
6მეც მივდევდი ირმის ნაფრენს,მეც ვიყავი დევნით მთვრალი:ბევრს ჭრილობა გავატანე,დავუხუჭე ბევრსაც თვალი.მე ვაძლევდი მანძილს ტყვიას,ცხენით ვქროდი დღე ცისმარი,დამალული ცხენის ტერფშიდამინახავს ცეცხლის ალი.მე გუთნის კვალს მივყვებოდი,ანის ლივლივს გულის ჟინით;მე ვასხამდი ვენახს მტევანს,მთა დამიდგამს თივის ზვინის...
თორმეტ შვილში ცხრა მყავს ვაჟი,ორი ქალი - ალვისტანა.ხოლო ვაჟი, მთლად უმცროსი,ომში ტყვიამ გამიტანა!
ახლა ლეგას სამახსოვროდმე ვაშენებ გზაზე წყაროს.თასს დავკიდებ ვერცხლის ჯაჭვითმწყურვალ მგზავრის გასახაროდ...ტყვიისაგან გახურებულს,თუ მოსწყურდა ჩემს შვილს წყალი,იქ მიუვა შენდობის თქმითასე ვფიქრობ მე საწყალი!
7რომ დაბრუნდა ომის ხალხი,გაიმართა სოფლად ლხინი.პურტკბილობა მხიარული.სიმღერები და ღიღინი.უცბად ბერომ შეიმღერადა სოფელმა მისცა ბანი.- განა მღერის ბერშოულა?სთქვეს: - არა ჰყავს ბეროს ცალი!იყო, არის და იქნებასულ პირველი მომღერალი!თუ აქამდი არ მღეროდა, -ომში წასულ ხალხის ცოდვით...-ხმა გაიხსნა ბერშოულამ,ყური უგდეთ, აქეთ მოდით!
... და მღეროდა ბერშოულა,მოჰფანტავდა ოქროს ზოდებს.ხმა ისეთი ზარიანიარ მსმენია არასოდეს...უხდებოდა მოხუცის ხმასბადაგივით ჩამაჭრება.შინმოსულებს უმღეროდადა სამშობლოს გამარჯვებას...
მხოლოდ ერთხელ ხმა შეთრთოლდადა ხალხმა სთქვა: ხმაში ჩანდა,მამას, ომში შვილდამკარგავს,უცბად ლეგა გაელანდა.
8წისქვილის ქვეშ ჩამოვჯექით,მილოცვა და იყო ქება:- შენისთანა მომღერალიარც გვინახავს, არც იქნება!...
- არ გინახავთ? მე მინახავს...-ნაწყენივით გვითხრა ბერომ,-რასაც იტყვის ენის ჩალა,შემფერის რომ შევიფერო?მე ვაჟკაცი ვიყავ მაშინ...გული მქონდა, ვით რიჟრაჟი,რომ ერთ ზაფხულს ჩვენს სოფელშიჩამოვიდა ერთი ვაჟი.სოსო ერქვა ახალგაზრდას...ჩვენი მკლავის გახდა ფარი...ის მოსარჩლე იყო ჩვენი,მისანდო და მეგობარი.გულს მოგვება, რადგან სძულდათავადების საქმე მრუდი...შავგრუზა თმა მისი მახსოვსდა ზედ შავი ნაბდის ქუდი.მკვირცხლი იყო, მხიარული,შვილიდარი, საყვარელი...მაგრამ უფრო მაგონდებამოვერცხლილი მისი ყელი...ოროველას დასძახებდა,ვერ იტყოდა ისე გლეხი,ჩაკლაკნილად, ხმატკბილურად,ნაკადულად, ხმა-დაგრეხით.რა ხმა ჰქონდა... ვერ იმღერებსისე სუფთად ლერწმის წბილი.ჩამტკბარი და მოწკრიალე,ოქროსავით ჩაწყობილი.
9ერთხელ, ურმით გავემგზავრეთლიახვს გაღმა, ტყვიავს ზევითრძედაღვრილი ღამე იყო,ვარსკვლავების ცეცხლთა ფრქვევით.ცა, კაშკაშით მოცინარი,ისე ჩამწყდა გულში ლხენით,რომ უეცრივ მე ურმულიშემოვძახე მთელი ყელით...ყურს მიგდებდა დიდხანს სოსო,მერე ბეჭზე დამკრა ხელი:- ტკბილი ხმა გაქვს, ბერშოულავ,ბულბულივით მართლა მღერი!..მე შენს ხმას რა დამავიწყებს,მეგობარო, ჩემი დღენი...გულის ძმები ვიყვნეთ მუდამ,აჰა, ხელი, გადასჭერი!
- აგრე იყოს! - ვთქვი პირკოცნით...დადგა სოსოს მღერის ჯერიც:ოროველა შემოსძახააქარგული-ჩაქარგული.ნიავი რომ ვარდს გადაშლის,გამეშალა აგრე გული.ბევრი მგზავრი შედგა გზაში,- რა ხმა არი, სანატური...კალოდან და ქოხებიდანგამორბოდნენ სანათურით.პირზე ვარდი მოსდიოდათ,ღობის იქით დაჰკრეს ტაში,მარგალიტის წვიმა წვიმდა,ჩადიოდა ბროლის ტბაში.გვეწეოდნენ აქეთ-იქით:- ჩამობრძანდით, ჩვენსას მოდით!აქეთ ვარდი, იქით მწვადი,შამფურ-შამფურ მონაწოდი.ვესტუმრეთ და გადაველით,გადაგავეს ჩვენთვის კალო.ვთქვით „ცანგალა”, კიდევ - „ჭონა”,”მერცხალო” და ”ვარხალალო”!გეფიცებით მოსხმულ მტევანსამოგვიშრა მღერით ყელი.- რა ბიჭია, - სოსოზე სთქვეს,-ხმატკბილი და საყვარელი!
10სამ სოფელმა საღვთო ვქენით,ღმერთს ვახვეწეთ ჩვენი თავი.მოსავალი უხვი ვთხოვეთ,ღვინის ზღვა და პურის ხვავი.სმა, პურობა გაიმართა,გაიშალა სუფრა ჭრელი,ზედ საღვინე, ზედ ჯამები,ზედ ხორაგი უვაჭრელი...თავადებიც დავპატიჟეთ,ან სხვა მაშინ რა გზა გვქონდა.ჩამობრძანდნენ... ვერცხლი ეკრამათ ხმალსა და თოფის კონდახს...ჯამებმა რომ აიარესდა შეხურდა ღვინით გული,სიმღერებიც მოვიგონეთ, -”მეტიური” და „სუფრული”.ვიყავ ეშხის მოედანზე,სიჭაბუკით ვკიაფობდი.ხელთ მეჭირა გოზაური,სიმღერით ცას მივაპობდი...მაშინ ერთმა მებატონემ,რომ მიჰგავდა შავ ქორს - გეზელს,ჩაიწმაწნა ჯერ ულვაში,წამოიჭრა მერე ზეზე...მუხის ნახეთქ ნაფოტივითმოგვაყარა სიტყვა ცხარი:- სთქვით სიმღერა დაჩოქებით,თუ გსურთ შეგრჩეთ მიწა-წყალი!აგვიხირდნენ თავადები:- მზე ჩვენგან გაქვთ ნაჩუქები.ძველი წესი რად მოშალეთ,სთქვით სიმღერა დაჩოქებით!გაგვიკვირდა. ბრაზით გავშრით.ჯერ გვეგონა შლეგი სიტყვა.- დაგვიჩოქეთ და გვიმღერეთ! -გამოჭექით კიდევ ითქვა...ერთობილად ვიუარეთ,ჩვენი თქმული მოხვდათ ეკლად,დაგვიჟინეს, ჩვენც დავდექითჩვენს ნათქვამზე დაუდრეკლად.
სხვაზე მეტად მე ვცხარობდი,როგორც ფიცხი კლდის კანჯარი...მაშინ ერთმა თვალმცეცხლავმადამანათა გულს ხანჯალი!
შევხედე და სიკვდილს ჰგავდა,გამენასკვა გულის ძარღვი.ჩემ სიმღერას დასაჩაგრადრად მივცემდი იმ გულ-წარყვნილს?!ამ დროს სოსოს ხმა მომესმა:- იყავ კლდეზე უმაგრესი,არ იმღერო, რომ დაგადგესდღე სიკვდილის უარესი!მე ამ სიტყვამ შემამაგრა.ვთქვი: ვერ ვიტყვი მოხრილ ჩოქით!თუ მღერიან პირუტყვები,მოიკითხეთ თქვენი ჯოგი!-არ ვიმღერებთ! - ვიზრიალეთ,გადავთელეთ რისხვის ტალღით.თავი მომწონს, რომ დაგვრაზმამაშინ სოსომ სოფლის ხალხი.-არ დაუთმოთ. ნუ გატყდებით,შეპარებით იმ დღეს ეთქვა...მისთვის ჩვენი მებატონეხტოდა, როგორც ქვაზე სეტყვა.
და თავადებს რომ ენახათმაშინ სოსო ჩვენში მდგარი,დაეძახათ: ვიცით, ვიცით,საიდანაც მოჰქრის ქარი!...
11ასე ვიცნობ სოსო სტალინს,ძმობაც ასე აიგება,მომღერალი ბერშოულაარ ახსოვდეს, - არ იქნება!ერთხელ ერთად გვიბრძოლია,მტერსაც ერთად შევეტანეთ...ეჰ, რამდენი წელი არი,ვეღარ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს.რას მოაცლის დიდი ზრუნვა,მოსავლელი სავენახე.გულს დავიკარ ჯავრით მუშტი, -აქ იყო და ვერა ვნახე!ახლა გითხრა ხვაშიადი:შეგაფიცებ ყველაწმინდას,სულ აგავსებ ჯავაირით,ჯავაირი მაშ არ გინდა?
მზის საფიცარს გიდღეგრძელებ,გეუბნები ამას მართლა,-ოღონდ ერთხელ შემახვედრე,მხოლოდ ხელი ჩამოვართვა...
თუ არა და, მივწერ წერილს,რომ სულ იყოს თაფლის დენა.- ჩამოდი და გამოშუქდი -გულში ვარდის მოსაფენად!თუ აქამდის ვეღარ შეგხვდი,მინდა გნახო გინდაც გვიან,უცნობელი არ გახლავარ,ბერშოულა ისევ მქვიან!..
რთხელ ჩვენკენ მოიცალე,ინახულე ჩვენი კერა,კვლავ ჭაბუკი შევიქნები,ახალ ჩოხას შევიკერავ!ერთხელ ერთად გვიმღერიაურმული და გვითქვამს „ჭონა”,ტყვიავს ზევით გახსოვს ღამე,ვით შეკრული ვარდის კონა?გახსოვს ჩვენი ცხელი პური,ჩვენი გული, ჩვენი ლექსი?გორის ციხე, ქართლი, გახსოვსმტკვრის ნაპირი ქაფნალესი?ვიცი, ბევრი გყავს ნაცნობი,არიგება-ჩარიგება,ისიც ვიცი, ბერშოულაარ გახსოვდე, არ იქნება!
12ასე ამბობს ბერშოულა,თან უტკბება თავის სიტყვასდა სულ სჯერა,რომ სტალინიერთხელსადმემოიკითხავს...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი