↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლენინი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-03-131 წთ საკითხავი100000 ნახვა

—
მღელვარება ღრღნის ქალაქის ქალას:ჩავარდნილ თვალებს და ღია ბაღებს.უძრავ ლენინით მრისხანე ძალასსძრავენ ზოდები -
დახურულ კარებს გრიგალი აღებს...მახსოვს იმ დღეთა ტოლნი და სწორნი...შფოთავს, საოცრად შფოთავს ვოლტორნიდა ფაგოტები...
ასეთ დროისას ვსვამ მე ფიალას!მსგავსი ქარხნების დაბურულ კრთომისგრიგალი ღრღნიდა ქალაქის ქალას...იქ ავლენილი,
ლენინი - მსხვერპლი ბოროტი ტყვიის -ორი ბოროტად ანთებულ ომისდა სამი მძაფრი რევოლუციისდროშა - ლენინი.
დადგნენ მედგარი მოიმედენი:ოცნება თოვლში დაკარგულ ქოხისდა რკინის დროის გზაჯვარედინი.პროლეტარიატი!
ეს გუგუნია მთელი ეპოქის,განწირულებით ის ეძებს ფერებს,რომ მოეფინოს დაჩაგრულ ერებსსითბო მარადი.
დახარეთ დაბლა დროშათ ბანაკი!აქ ბევრი ბრძოლის გათავდა ვადა,სტოვებს ბელადი და ამხანაგიდევიზზე დევიზს:
გაქრა შიმშილი, მოკვდა ბლოკადა,გათავდა ომი სამოქალაქო,მაგრამ ახლოა დრო, ამხანაგო,მსოფლიო ნგრევის...
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი