↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიალოგი

ქურიძე გია

2014-11-141 წთ საკითხავი545 ნახვა

—
... იდგა და ელოდა. იდგა და ელოდა და ამ ლოდინით გალეშილი საათები ბორძიკ-ბორძიკით მიაბიჯებდნენ ბებერი დედამიწის ნაწამებ სფეროზე..._ რას ელოდები?_ ზეცის გახსნას!_ გპირდება რამეს იგი?_ არა!_ აბა რას ნიშნავს მოლოდინი შენი?_ რწმენას რომ გაიხსნება!_ რომ არ გაიხსნას?_ გაიხსნება, მე ველოდები!_ რომ წალეკოს ქვეყნიერება?_ არა, ვერ გამიმეტებს!!_ ვინა ხარ შენ?_ არარაობა და ყველაფერი!_ მაინც!_ ეშმა და ანგელოზი; ბოროტება და სიყვარული; სიკეთე და ღალატი; ერთგულება და გულგრილობა..._ და რას ელოდები?_ ზეცის გახსნას!_ გპირდება რამეს იგი?_ არა!_ აბა რას ნიშნავს მოლოდინი შენი?_ რწმენას რომ გაიხსნება!_ რომ არ გაიხსნას?_ გაიხსნება, მე ველოდები!_ რომ წალეკოს ქვეყნიერება?_ არა, ვერ გამიმეტებს!!_ აუუჰ, ვინა ხარ, კაცო, შენ?_ ადამიანი!!!

ქურიძე გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი