↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყოველთვის როცა

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7223 ნახვა

—
ყოველთვის, როცა ჩემთან მოდიხარ,ჩემი გულის ცემა, დილით,ეკლესიაში დარეკილი ზარის მსგავსად,მთელ ქალაქს ესმის...და ვენდობი შენს გამოწვდილ ხელებს,ისე, როგორც ხეივნის ჩრდილში დაკიდულ ჰამაკს;მერე ჩემი გულიდან გაფრინდებიან ჩიტები,მუდამ რომ მწიწკნიან და მკორტნიან,და მე ვრჩები შიშველი ხესავით...
ყოველთვის, როცა შენი ხმა მესმის,ჩემი სხეული,სახელდახელოდ აგებულ ქვიშის პირამიდებს ემსგავსება,მერე ვიშლები და მიწას ვეფინები...ყოველთვის, როცა შენს თვალებს ვხედავ,სიმაღლის მეშინია...არ მინდა ცაში...და ზუსტად ვიცი რომ არასოდეს ვიქნები მზე,რადგან უშენობას ვერ ავიტან და...არ მინდა დაგწვა...
ყოველთვის, როცა ჩემგან მიდიხარ,მე ვინახავ შენს ნაბიჯებს,ახლა შემიძლია გავზომო მანძილიპლიუს უსასრულობიდან - მინუს უსასრულობამდე...მერე აღმოვაჩენ რომ ამ ქვეყნად მხოლოდ ყინულის ქანდაკება ვარ,სითბო და სიყვარული არ შემიშლია...მე დნობას ვიწყებ...
და რომელიმე შეყვარებულისგულწასული თვალების მოსასულიერებლად,მდუმარე სევდით ჩამოვგორდებიფერწასულ სახეზე...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი