↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზააბნეული ქალბატონი

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7228 ნახვა

—
მზეს გზა აებნა, აცრემლიანდა,ირგვლივ მარტოა, სულ მარტოდმარტო,ნაკადულის პირს მჯდარი ნიავი,აღელვებული მზის შველას ნატრობს...
მზე აქეთ ეცა, მზე იქეთ ეცა,ხან მთვარეს შეხვდა, ხანაც ვარსკვლავებს,სახლში ცხრა შვილი უდედოდ დარჩა,მათზე ფიქრი და დარდი აწვალებს...
რა გააკეთოს, რა ქნას არ იცის,მინდორში ღრუბლის კრეფდა ყვავილებსმერე გვირგვინად ჩაიწნავს თმებში,და ნატრობს, ღმერთო გზა მაპოვნინე...
ნიავი უცებ სახლში გაიქცა,დედა, დედიკო, იქნებ ვუშველოთ?ქალს გაეღიმა და ნიავს უთხრა:მზეს დავაბრუნებ სახლში უცრემლოდ...
დაჰბერა ქარმა, მზეს აეწეწა,თმებში ჩაწნული ღრუბლის გვირგვინი,და მოწმენდილ ცას, უკვე მშობლიურს,მზემ თბილი მზერა სტყორცნა ღიმილით...
და თმაგაშლილი ქალბატონი სახლში დაბრუნდა...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი