↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადამარჩინე

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7228 ნახვა

—
გადამარჩინე...წამიყვანე შენთან, სადმე შორს...თორემ ამ ქუჩის მტვერი სულში მათოვს და მყინავს,ეს დამტვერილი ოცნებებიც კარგავენ ძალას,გადამარჩინე...თორემ მტვერი ყველაფერს მპარავს...
გადამარჩინე...წამიყვანე...უფსკრულთან ვდგავარ,მტვრიან ქარიშხალს ველოდები თვალის ცეცებით,გადამარჩინე,თორემ ქარის მოტაცებული,ამ მტვერში გზას ვერ გავიკვლევ და დავილეწები.
გადამარჩინე თუ გიყვარვარ,თუ გინდა ჩემთან,მიდი და სთხოვე უფალს, ქარის ჩადგომა ბრძანოს,თორემ ამ მტვერმა სულ წამართვა ხედვაც თვალიდან,და ჩვილი ბავშვივით ფეხის ადგმას ვიწყებ თავიდან...
გადამარჩინე...მე ამ მტვერმა მონად მაქცია,და როგორც მონას, მეც მტვრიანი კაბა მაცვია...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი