↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ მითხოვია

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7228 ნახვა

—
არ მითხოვია - ჩემთან მოდი,თავად მოხვედი...თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება,არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი,შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია - ვიყინები, ხელებს გამითბობ?შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო,არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა,არ მითხოვია, და მე დღემდე არაფერს ვითხოვ.
არ მითხოვია - ერთხელ მაკოცე,ვიყავი ჩუმად,ფრთხილად შემეხე, გადამიწიე სახიდან თმები,მე თვალებდახრილს შენი გულის ცემა მათბობდა,შენ გაღიმებულს გაოცებდა ჩემი თვალები.
არ მითხოვია - გამიღიმე,თავად მიღიმი,ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს,არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი,შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.
არ მითხოვია – დამიბრუნდი,და ამას არც გთხოვ,რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა,ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი,და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს,ვერა და ვერა.
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი