პოეზია · ლირიკა
* * * თითქოს მიჭერენ რკინის მარწუხებს
თითქოს მიჭერენ რკინის მარწუხებს,სული ჯვარცმული ბეწვზე ჰკიდია.როცა არაფრის დარდი მაწუხებს,ჩემი წუხილი უფრო დიდია.ცაზე ელვაა... ისმის ქუხილი...მალე საცაა უნდა გაწვიმდეს.ღმერთო! ამდენი ფიქრი, წუხილი,ამქვეყანაზე იქნებ არც ღირდეს?!