↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გინდა, გოგონია

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10994 ნახვა

—
ლ. კ-ს.
გინდა, გოგონია, ქმარი გინდა,მივხვდი, მაგ ცრემლებით რას კვალავდი,მთვარემ მოიცილა პარიკი დამე ვის გავუმართო მასკარადი.
ო, გინდა, გოგონია, ქმარი გინდა,გულს კი სულ სხვა შხამი მოლესვია,შენთვის გართობაა პარიკი დატაკიმასხრობაა პოეზია.
მართლაც ეს ცხოვრება როგორია,ვინ იცის, ვინ რომლის დონეზეა,კარგად დამაკვირდი, გოგონია,სად შენ და სად ჩემი პოეზია.
ზეცა ჩემს ოცნებას ესადარა,მიწამ თავიდანვე დამიწუნა,გინდა მამაკაცი? _ მე მზადა ვარ,ძუძუს მტევანივით დაგიწურავ,ქმრადაც გაგიხდები, შეგიცოდებ,დასტებად დაგიწყობ მზის ხალათებს,მაგრამ, გოგონია, ეგ იცოდე,პოეტი უთუოდ გიღალატებს.
რადგან ცაც პოეტის დონეზეა,ჩვენ მხოლოდ ვეშვებით მასხარამდი,რადგან არ არსებობს პოეზია,როგორც გარეგნული მასკარადი.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი