↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზა

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7027 ნახვა

—
გზა, უსასრულოდ გაწელილი,მოსახვევებით;ლექსი მობილურში ჩაწერილი,ცივი ხელებით;მთები ნისლიანი,იცავს გაფანტულ ღრუბლის ცივ გუნდებს,წლების გასაყარზე ხელიდან ხელში,თბილად ვიბუდებ.ვითვლი ტირეებს,გადაკვეთებს,მუხრუჭებს,წამებს,ვითვლი დროის სვლას,მძივად ვკინძავ დღეთა ოქტავებს,მერე ამ დღეებს სონეტს ვარქმევ,დავხუჭავ თვალებს,მერე რაა,თუკი მოვიპარავ ერთ, ან ორ ტაეპს.ისევ ხეები,ცივი ხელები,მოსახვევები,მუხრუჭის ხმები გზაზე ყურებით,საფეხურები......მაფიქრებს მუდამთორმეტტაეპა დროის სონეტი,რა რთულია და რა უბრალო,გერქვას პოეტი...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი