↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვს

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7026 ნახვა

—
ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვსჩემი პატარა, უღინღლო ბარტყის,ეს სუნი, დროის ათვლის სათავე,სუნი ვანილის და სუნი მარწყვის.
ეს ის სუნია, სულ თან რომ დაგვდევს,სულში, სხეულში, გამჯდარი სისხლად,საფიქრალს გვიჩენს ვინ იცის რამდენს,ოქროს ფასი აქვს, ამ სუნის მისხალს.
მას ხომ დაეძებს, ნატრობს და ელის,ყველა სულდგმული, ყველა არსება,მზე ვერ ახუნებს, დრო ვერ აძველებს,ამ სიყვარულის სუნით სავსე ვარ.
ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვს,ეს სუნი ჰაერს ანათებს მზიდან,და სიცოცხლისთვის საჭირო დოზით,ეს გრძნობა მიწას აწვიმს ვაზიდან.
ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვს...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი