პოეზია · ლირიკა
წვებოდა ღამე
მე მივდიოდი დაღესტნის მთებში,ბილიკზე ჯიხვის ნაკვალევს ვშლიდიდა სადღაც ქვევით, უძირო ხევშიწვებოდა ღამე, წყნარი და მშვიდი.წვებოდა ბინდი, ღამის მდევარი,ტირიფი ტოტებს მიწამდე ხრიდადა მთის მდინარე მოუსვენარილოდს მიათრევდა ჭიუხის მხრიდან.ნამგალა მთვარე ცას ანათებდა,მწვერვალს აშლოდა ნისლის ფაფარი,თოვლის დაფარულ მთების კალთებთანნიავს ეპოვა თავშესაფარი.მე მივდიოდი დაღესტნის მთებში,ღამეს აფრთხობდა წყაროს ხმაურიდა სადღაც ქვევით, უძირო ხევშიჩირაღდანივით ენთო აული.