↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუხამბაზი სინანულის

გიორგაძე ჯანო

2021-06-121 წთ საკითხავი951 ნახვა

—
ავდარია, საქეიფო დარია,თანაც ფიქრებს დარდმა ხელი დარია,ქარს კი მოაქვს შორეული საარი,სადღაც ალბათ გადაბმული სმა არი.იკაეშნე, გინდა იდარდიმანდე,დუდუკები შეგიქცევენ დილამდე,ღვინის ჯამში მზის ნათელი ასხია.სიმართლეა, მერე რა, რომ მწარეა,დაგავიწყებს, ვინც დღეს საფიცარია,მაგრამ ბოლოს ყველა წარმავალია,ეს ქეიფიც გაღმა სოფლის ვალია.უკვე არვის აღარ შეუყვარდები,ნუღარა სტვენ, დაჭკნენ შენი ვარდები,ან დღეს, ან ხვალ ქვეყნად აღარ იქნები,მოიშორე სევდიანი ფიქრები.მოიშორე, მიდი, იდარდიმანდე,დუდუკები შეგიქცევენ დილამდე.

გიორგაძე ჯანო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი