↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ექო

მაღრაძე დათო

2026-07-182 წთ საკითხავი1966 ნახვა

—
მოდი, თუ მოხვალ, ოღონდ კი მოდი,მარტით, აპრილით, გინდა მაისით,რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს,წყალზე ტყდება და მთებში გაისმის.თოვლივით მოდი, ან მოდი წვიმად,გამანდე გზები ციდან მიწამდე,მე ხომ ბეთლემში დიდი ხნის წინადციდან მოსული კაცის ვიწამე.შორითვე ვიცნობ ზეციურ მოტივს,მინდა მომანდო შენი ლანდი დაჩემი ქალაქის ქუჩებით მოდი,გინდა ბინდიან ქუჩაბანდიდან.თოვდი და თოვლის გფარავდა ბლონდი,გაწვიმდი... წვიმა ბინდავდა მზერას,მოდი თუ მოხვალ,უბრალოდ მოდი,ან ბედად მოდი, ან ბედისწერად.თუ მოხვალ, მოდი, სათქმელის ძალამახსენებს... თუმცა წლები გავიდა,თვალებით როცა ვეძახდი ქალაქს,ბავშვობის სახლის სახურავიდან.მოდი, თუ მოხვალ ოღონდ კი მოდი,გინდა აპრილით, გინდა მაისით,რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს,ყელში წყდება და მთებში გაისმის.შენი მოსვლის წამს სახელად ჰქვიაცისა და მიწის გზისშესაყარი,ლოდინს წვეთებად გაატანს ნიავსთოკზე გაფენილ კაბის ხარხარი.როცა რიჟრაჟი მთის წვერებს წათლის, -უხილავ თითებს შეახებს ფრთხილად,მოგიყვანს ჩემთან არილის მადლი,ალილოს ეტლი და ნედლი დილა.გიშველის ღმერთი, თუ მოხვალ, მოხვალ...გიშერის წვეთი მკერდს მისცემს იმედს,გავუყრი მკლავებს ჩალისფერ ჩოხას,როგორც დილის მზე ოთახის მინებს.მოდი, თუ მოხვალ, საფლავთან მოდი,რომ მიწის ქვემოთ გატყდეს ფიცარი,მე შენი სანთლის ციმციმზე ვცხონდიდა მომეტევა ვნების სიზმარი.მუხლზე გავტეხე ლერწმის საკრავი,კოჭლი სტრიქონი მოდი და ნახე, -თეთრი ტაძრისკენ თეთრი საკლავიგაიხრიალებს შენს გვარს და სახელს.

მაღრაძე დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი