პოეზია · ლირიკა
* * * "მინდოდა, მაგრამ"
მინდოდა, მაგრამ, წესი წესია,სახე ჩამეფლო საწოლში ქვიშის,... და გამოვყევი გრძელ პროცესიასროგორც ტუსაღი ჯაჭვიან მწკრივში.ქარში ეკიდა ჩამქრალი ჭაღი,თუ ქანაობდა უენო ზარი,მივწვდი სახელურს, დავქაჩე აღვირს,... წესი წესია...და დავემგზავრე.და ირწეოდა ხალხი ზღვასავით,და ლივლივებდა წყალზე ყარყატი,მივდევდი, როგორც გვირგვინს ვასალი,აღარც ცუდად და აღარც კარგათი.გზა მიდიოდა ყველგან და არსად,მხარი მივეცი მავალს ფარფატითდა ვუამბობდი, უამბობს რასაცმოშლილ სახურავს ჭრაქი სარდაფის.ალილუია სანთლის ბიბინითუერთდებოდა წირვას შაბათის,გაუქმებული ტახტის გვირგვინისპურზე წვეთავდა მადლი შარბათის.ვეთხოვებოდი ბილიკის წიწვებს,მომდევდა შარფი თუთუნის კვამლისდა დაეძებდა დაკარგულ სივრცესუმისამართო ყივილი მამლის.